"წითელი დრაკონები"
- Anna Shalikiani
- 4 hours ago
- 2 min read

პირველი მაისის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, პირველი მაისის სკოლის შიდა სასკოლო ტურში 14-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "ჩემპიონები", კაპიტანი - სოფია ბერაია
U8 კატეგორია: "მოაზრონე ლომები", კაპიტანი - საბა კვიკვინია
U12 კატეგორია: "მადარა", კაპიტანი - გიგი ყორშია
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ნინო ცხადაიას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით პირველი მაისის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | ჩემპიონები | სოფია ბერაია | ნანა კვარაცხელია | ტასო პერტია | თეა კვიკვინია | ეთო ბუკია | |
U5 | მებრძოლი ლომები | ბექა გაბისონია | ილია ბუკია | ნიკოლოზ ქირია | ლევანი ლატარია | ალესი ბუკია | |
U5 | მებრძოლები | ლორა ლაგილაა | ანასტასია გერგაია | ასლან გაბრავა | ნინი თოლორდავა | თაკო ჩიბოროვი | |
U5 | ვარსკვლავები | ლანა თოდუა | ანამარია პერტია | ანასტასია კვიკვინია | ადა ცხომარია | ელენე ბუკია | |
U5 | წითელი დრაკონები | ნია ყურუა | ნია გაბრავა | ილია ბუკია | საბა ბერაია | ბარბარე გაბისონია | |
U5 | განუყრელი მეგობრები | ლილია გაბელია | მაგდალენა ბუკია | მაქსიმე ლატარია | ანდრია ბუკია | სანდრო გაბისონია | |
U5 | მერცხლები | ელენე ბუკია | ნია ბოკუა | ლაზარე ლურწკაია | ბარბარე ცხადაია | ||
U5 | ნორჩი მეცნიერები | ნია კვიკვინია | გვანცა გაბრავა | დავით ოყუჯავა | ნია ჩიქობავა | ||
U5 | ფებურთელები | სეგი ლაგვილავა | ანდრია ხვიჩია | ბარბარე ესებუა | ბარბარე ტურავა | ბარბარე გასრავა | სერგო ლაგილაა |
U8 | მოაზრონე ლომები | საბა კვიკვინია | გიგი ჩოკორაია | ანასტასია ბუკია | ქეთი გაბრავა | ანა კვარაცხელია | ნინი კანკავა |
U8 | არაფერი | ანა ესებუა | გიორგი ლაშქარავა | ლუკა თოდუა | მილანა თოდუა | გიორგი ნადანიშვილი | |
U8 | შხარა | გაბრიელ ნაჭყებია | ნინი ტყებუჩავა | ნინო ჭითანავა | ნინო კვარაცხელია | თამარი ტურავა | ანა ბუკია |
U12 | მადარა | გიგი ყორშია | ედემი ჭითანავა | ანდრია ქანდარია | გიგი ბუკია | საბა ყურუა | ზურაბ ბუკია |
U12 | კოლხა | უფლისა წულეისვისი | სესილი ლაგვილავა | ელენე ნაჭყებია | გურანდა ტურავა | საბა ლოკიანი |














Comments