top of page

"ცოდნის ტაძრის მცველები"


ხობის N1 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ხობის N1 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში 15 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: "ცოდნის ტაძრის მცველები", კაპიტანი - ნიკო სიჭინავა

U8 კატეგორია: "ვილენარი", კაპიტანი - გელა შანავა

U12 კატეგორია: "არ ველოდი", კაპიტანი - ნინი იოსავა


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ქეთევან გაბისონიას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌


ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨


გაიცანით ხობის N1 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

მე-6 წევრი

U5

ცოდნის ტაძრის მცველები

ნიკო სიჭინავა

დათა ზაქარაია

ანამარია ქაჯაია

რუსკა ქორთუა

ნია თათარიშვილი


U5

მეგა ტვინები

საბა სიჭინავა

ნინი ვიბლიანი

ნუგო ასჭკორია

ვაჩე შენგელია

ლილე ხარბედია


U5

წიგნის ჭიები

გაბრიელ ხარბედია

ილია ფირცხალავა

გიორგი ნაჭყებია

ალექსი კაჭარავა

გიორგი ჯობავა


U5

ტვინები

გაბრიელი ქანდარია

ნუცა ჭუმბურიძე

ირაკლი ფირცხელავა

მარი ხარბედია

გაბო ქარანდია


U5

ვარსკვლავები

ანდრია ღვინჯილია

ილია ბუკია

გაბრიელი დანელია

დავით ალექსანდრია

დავით ბუალავა


U5

არწივები

ლუკა არჩაია

გაბრიელი ლატარია

გიგი ლაშხია

გაბრიელი შამათავა

ნიკო ჩუხუა


U8

ვილენარი

გელა შანავა

დათო ბუკია

გიორგი ჟვანია

გიორგი ღადუა

ანდრია ნადარაია


U8

ელიტა

ცოტნე ქაჯაია

ბარბარე ქარჩავა

თეკლა დავითულიანი

დემეტრე კანკია

ზურაბ ჩხიკვაძე


U8

ტვინიკოსები

ილია არჯევანიძე

ანდრია გვაზავა

ელენე ქირია

დაჩი კახიანი

ანასტასია ხოლუაშვილი

ნინო ქავთარაძ

U8

ბროლის ბუ

გიორგი სანაია

მაკრინე ღვინჯილია

ლია ჯიქია

ირინე თოდუა

ანასტასია დარასელია

მონიკა თათარიშვილი

U8

გლადიატორები

ლაზარე ღვინჯილია

ნიკო გოგინავა

ბაჩო ბუსქანძე

ანდრია ჩარტია

მათე ნაჭყებია

ანდრია ტყებუჩავა

U12

არ ველოდი

ნინი იოსავა

მათე შულაია

ირაკლი ჯობავა

ელენე ჯობავა

ვანო ბიგვავა

მარი კორტავა

U12

შორენას აინშტაინები

კოკა თუთბერიძე

მარიამ ჩიტაია

ქრისტინა გაბისონია

ლიზი გუმბერიძე

ელენე კვარაცხელია


U12

tony montana

გია უნთარია

დავით თუთბერიძე

გ. დარასელია

საბა შამათავა

ნუკრი ჭითაშვილი

საბა მახათავა

U12

ალიგატორები

ქეთევან ნადარაია

სოლომონ ქირია

დავით გელაშვილი

ლუკა ჭითანავა

გიორგი ნადარაია



Comments


bottom of page