top of page

წალენჯიხის "ტროას ცხენი"


წალენჯიხის N3 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, წალენჯიხის N3 სკოლის შიდა სასკოლო ტურში 11 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: "ტვინიკოსები", კაპიტანი - ანასტასია სალია

U8 კატეგორია: "ტროას ცხენი", კაპიტანი - ტიმოთე კალანდია

U12 კატეგორია: "დრაკარი", კაპიტანი - ანასტასია მამარდაშვილი


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌


წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨


გაიცანით წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

მე-6 წევრი

U5

"ტვინიკოსები"

ანასტასია სალია

ლილე კვარაცხელია

დანიელ ჭანია

ილია შონია

მართა აბულაძე

თეკლე სარია

U5

"აისბერგი"

ბარბარე აბულაძე

ლაზარე აბულაძე

გაბრიელ გულუა

ლიზა აბულაძე

ლიზა სარია


U5

"ვარსკვლავები"

ნია კალანდია

გიორგი კატუკია

იოანე აბულაძე

მარიამ ქობალია

ლიზი აბულაძე

ნინო კალანდია

U5

"უშბა"

ანდრია ზარქუა

ლიკა აბულაძე

ნინი აბულაძე

ლილუ მებონია

თედო აბულაძე

ლუკა დარსალია

U8

ტროას ცხენი

ტიმოთე კალანდია

ერეკლე დემურია

ანდრია მამარდაშვილი

მათე ფიფია

ანასტასია კალანდია

დიმიტრი სახოკია

U8

"გენიოსები"

ბარბარე ჩიქობავა

გოგი კალანდია

ბეჟან სარია

მარიამ კალანდია

ბარბარე აგულაძე

გია სუნგულია

U8

"ყინული"

ელენე სარია

დავით აბულაძე

სოფო კალანდია

ქეთევან აბულაძე

ლილე მებონია


U8

"ნათურა"

სპირიდონ კალანდია

სანდრო დოლგაძე

ალექსი დოლხაძე

თამარ ძაძამია

ლიზი გიგიძირია

ანდრია სონგულია

U12

დრაკარი

ანასტასია მამარდაშვილი

ნიკოლოზ ხარჩილავა

ნიკოლოზ კალანდია

მარიამ ფიფია

ჟანა კვარაცხელია

ირაკლი აბულაძე

U12

"იგერისტები"

აკაკი დემურია

მატათა კალანდია

ქეთევან გახარია

საბა ნარმანია

ნინო კვარაცხელია


U12

"ჯიხა"

ლიზი ზარქუა

ნიკოლოზ გულუა

ოთარი ფიფია

თეონა სონგულია

ოთარ კვარაცხელია

ნიკოლოზ სარია


Comments


bottom of page