ვერტყვიჭალის სკოლის "ულიმიტო" ტვინიკოსები
- Anna Shalikiani
- Nov 5
- 1 min read
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ხუთმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U8 კატეგორია: “ალპინისტები”, კაპიტანი - ინასახიძე დავით
U12 კატეგორია: “ულიმიტო”, კაპიტანი - ნინი ლურსმანიშვილი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ლენა აბაშიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U8 | ალპინისტები | ინასახიძე დავით | სახვაძე დავით | კურტანიძე ნინო | გოგოლაძე ნინო | ბლიაძე მარიამ |
U12 | ულიმიტო | ნინი ლურსმანიშვილი | ვანო ბლიაძე | ლევანი ღონღაძე | ნინი პაქსაშვილი | ლუკა ფანჩვიძე |
U12 | ფერადი ტალღა | ანი ბლიაძე | აკაკი ლომიძე | გაბრიელ ბოლქვაძე | მაკა გოგოლაძე | ლიზი ლომიძე |
U12 | ნათელი გონება | ანასტასია ლომიძე | ლუკა ბლიაძე | ლიზი ინასარიძე | მაია გელაშვილი | ნბარბარე ბლიაძე |
U12 | დიონეა | გიორგი შარიქაძე | მარიამ კალანდაძე | მურმანი წიქარიშვილი | ტატო ლურსმაიშვილი | დიანა ფანჩვიძე |



























Comments