top of page

ვანთის სკოლის "ტვინიკოსები", "ფესვები" და ნაშველი "უსაშველოები" :)

ვანთის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და  U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ვანთის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში რვა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “ტვინიკოსები”, კაპიტანი - ანი დეკანოზიშვილი

U8 კატეგორია: “უსაშველოები”, კაპიტანი - მარიამ შარვაშიძე

U12 კატეგორია: “ფესვები”, კაპიტანი - მარიამი კირვალიძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ქალბატონ ლელა კირვალიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ვანთის საჯარო სკოლა მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით ვანთის საჯარო სკოლის ტვინიკოსები:


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

ტვინიკოსები

ანი დეკანოზიშვილი

ელენე ბეჟანიშვილი

ვაჟიკო ქევხიშვილი

ზურა ამბროხიძე

ნინო ნუსხელიძე

U5

მეგატვინი

ნინო ქურციკიძე

მარია კირვალიძე

ელენე კირვალიძე

სიმონი აბულაძე

სიმონი სიდამონიძე

U5

ლომები

შალვა ქურციკიძე

ერეკლე კირვალიძე

ანი კირვალიძე

ნიკოლოზ ტოგონიძე

ლაზარე ქევხიშვილი

U8

უსაშველოები

მარიამ შარვაშიძე

ნინი კასრელიშვილი

გიორგი შარვაშიძე

საბა კირვალიძე

მარიამ კირვალიძე

U8

ათოსნები

ლიზი ქევხიშვილი

ლიზი მოდებაძე

ალექსანდრე ქევხიშვილი

ეკა კირვალიძე

ნინი ნუსხელიძე

U12

ფესვები

მარიამი კირვალიძე

დათა ხვთირიაშვილი

ია კირვალიძე

ბარბარე ნუსხელიძე

ნიკოლოზი სიდამონიძე

U12

მერანი

ნინო სიდამონიძე

მარიამ დეკანოზიშვილი

მარიამ კირვალიძე

მიხეილ კირვალიძე

მარიამ გზირიშვილი

U12

ტიტანები

ანა კირვალიძე

მარიამ კირვალიძე

გიორგი ნუსხელიძე

მახო კირვალიძე

ლუკა ვაჭრიძე



Comments


bottom of page