top of page

"ძლევაი საკვირველი"


ვაკიჯვრის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ვაკიჯვრის სკოლის შიდა სასკოლო ტურში 9 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: "მერცხლები", კაპიტანი - ელენე სვანიძე

U8 კატეგორია: "ძლევაი საკვირველი", კაპიტანი - დემეტრე სოსელია

U12 კატეგორია: "ბჟუჟდალეულები", კაპიტანი - ლიკა ასათიანი


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ანეტი გედევანოვს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌


ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨


გაიცანით ვაკიჯვრის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

მე-6 წევრი

U5

მერცხლები

ელენე სვანიძე

ბარბარე მდინარაძე

მართა ინწკირველი

მარი ინწკირველი

ნინი ალთუნაშვილი

ანდრია სიამაშვილი

U5

ვარსკვლავები

ქეთევან გიორგაძე

ლილიანა თხილაშვილი

ბარბარე ზოიძე

საბა თურქაძე

გაბრიელ ბერაია


U5

პატარა გენიოსები

ელენე ასათიანი

ალექსანდრე სიამაშვილი

ნინო ჯაველიძე

ნია მამალაძე

გოდერძი მდინარაძე


U8

ძლევაი საკვირველი

დემეტრე სოსელია

მარიამ ტარიელაძე

მარი მდინარაძე

მერაბი ნოშერიკი

ანა ბიწაძე


U8

მზის სხივები

მარიამ ცეცხლაძე

ელენე სიამაშვილი

გაბრიელ ბუხაიძე

ლანა ბიწაძე

ნინო მდინარაძე


U12

ბჟუჟდალეულები

ლიკა ასათიანი

ანასტასია ცეცხლაძე

ლიზი ჩავლეშვილი

ქეთევან გოგილაშვილი

ნოდარ გიორგაძე


U12

ქორბუდა

საბა ვასაძე

მარიამ მდინარაძე

ტარიელ მდინარაძე

ვალერი სოსელია

ქეთი მდინარაძე

საბა კაპანაძე

U12

ნიკეა

გიორგი მდინარაძე

ნიკოლოზ სურგულაძე

ლალი სიამაშვილი

იოანე გორგაძე

ლალი მდინარაძე

ლალი სიამაშვილი

U12

შერეკილები

ამირან სიამაშვილი

ნიკოლოზ მდინარაძე

ნინუცა მდინარაძე

ამირან თურქაძე

ანასტასია თხილაშვილი

ბესო მელიქაძე


Comments


bottom of page