top of page

"გენიოსები" ვახანის სკოლიდან

ვახანის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ვახანის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ხუთმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “ტვინიკოსები”, კაპიტანი - ანზორ ფერაძე

U8 კატეგორია: “გენიოსები”, კაპიტანი - ნათია ღონღაძე

U12 კატეგორია: “ფენიქსი”, კაპიტანი - ნიკა ფერაძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ნანა ინასარიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით ვახანის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

ტვინიკოსები

ანზორ ფერაძე

ნინო ჭყოიძე

ნინო ღონღაძე

ლაურა ღონღაძე

გაბრიელ არევაძე

U5

მართვეები

ჭყოიძე მირზა

ლიზი ჭიქავა

გაბრიელ ჭიქავა

ანასტასია ღონღაძე

დავით ღონღაძე

U8

გენიოსები

ნათია ღონღაძე

ანა ცხადაძე

საბა არევაძე

დავით კოპაძე

გიორგი ინასარიძე

U8

მგლები

ნიკო ლომსაძე

ნიკა ცხადაძე

საბა ჭიქავა

გივი ინასარიძე

ჯეკო მაღრაძე

U12

ფენიქსი

ნიკა ფერაძე

ნიკოლოზ ინასარიძე

ნიკა მაღრაძე

სანდრო არევაძე

მარიამ არევაძე


Comments


bottom of page