top of page

ტყვირის სკოლის ვეფხვების ფორტუნა ოლიმპოზე :)

ტყვირის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში: U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები),  U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები)  და U12 ( მე-9-12 კლასი) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ტყვირის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ათმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “ვეფხვები”, კაპიტანი - ალექსი ტყვაცირია

U8 კატეგორია: “ოლიმპო”, კაპიტანი - მირიან მიგინეიშვილი

U12 კატეგორია: “ოლიმპო 2”, კაპიტანი - რატი ლასარეიშვილი


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით დირექტორს, ბატონ გია მიგინეიშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს, ბატონ რაჟდენ მიქაძეს ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

არწივები

დაჩი ჯღარკავა

ნიკა ოთხოზორია

______________

_________

________

U5

ვეფხვები

ალექსი ტყვაცირია

მართა თედარაძე

სალომე კიკაბიძე

________

________

U5

ლომები

ვიკა ოთხოზორია

გაბრიელ გვალია

ლიზი ტალიკაძე

________

________

U8

მოზროვნე კლუბი

______________

_______________

______________

________

________

U8

ლიდერები

მედეა ცომაია

ნინი ტყვაცირია


________

________

U8

ოლიმპო

მირიანი მიგინეიშვილი

ანა მიგინეიშვილი

ნია ჩიტეიშვილი

________

________

U12

პატარა გიგანტები

ილია დასარეიშვილი

ანანო ნოდია

თემური ლასარეიშვილი

ელისაბედ მიგინეიშვილი

________

U12

ოლიმპო 2

რატი ლასარეიშივლი

მარი ტყვაცირია

______________

________

________

U12

ფორტუნა

თინათინ მიგინეიშვილი

ლევანი მიგინეიშვილი

ნიკა მიგინეიშვილი

________

________

U12

ოქროს ჯაჭვი

ლიზი მიგინეიშვილი

ანი მიქაძე

ნინო დუნდუა

ბადრი ვარვაქაძე

თედო თევდორაძე


Comments


bottom of page