top of page

ტყვირის "შევარდენი":))


ტყვირის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, შიდა სასკოლო ტურში 10 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: "შევარდენი", კაპიტანი - ვიკა ოთხოზორია

U8 კატეგორია: "ოლიმპო", კაპიტანი - მირიან მიგინეიშვილი

U12 კატეგორია: "ოქროს ჯაჭვი", კაპიტანი - ნინი დუნდუა


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ბატონ გია მიგინეიშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌


ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨


გაიცანით ტყვირის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

მე-6 წევრი

U5

შევარდენი

ვიკა ოთხოზორია

ბარბარე ჭანტურია

ლიზი ტალიკაძე

გაბრიელ გვალია



U5

აზროვნების ლიდერები

ლიზი მიგინეიშვილი

ალექსი ტყვაცირია

სალომე კიკაბიძე

მართა თედორაძე

მათე მიქაძე


U5

ლომები

ნიკა ოთხოზორია

დაჩი ჯღარკავა

მარი დუნდუა

ნია გურაბანიძე



U8

ოლიმპო

მირიან მიგინეიშვილი

ნია ჩიტეიშვილი

საბა ელიავა

ანა მიგინეიშვილი



U8

პატარა გენიოსები

მედეა ცომაია

ნინი ტყვაცირია





U8

გუგლზე სწრაფები

ბარბარე ქუჩლორია

ზურაბი კიკაბიძე

დავითი მიგინეიშვილი

საბა ჟღენტი

ბარბარე თედორაძე


U12

ოქროს ჯაჭვი

ნინი დუნდუა

ლიაი მიგინიეიშვილი

ლიკა ტყვაცირია

ანი მიქაძე

ბადრი ბარბაქაძე

თედო თედორაძე

U12

ფორტუნა

თინათინ მიგინეიშვილი

ლიზი ჩიტაია

ლევან მიგინეიშვილი

ნიკა მიგინეიშვილი



U12

იაკუძა

რატი ლასარეიშვილი

მარიამ ფიფია

ნინი ლასარეიშვილი

ბარბარე დუნდუა

მარიამ ტყვაცირია


U12

ალფა

ილია ლასარეიშვილი

თათული ოთხოზორია

ანანო ნოდია

ელისაბედ მიგინეიშვილი

თემურ ლასარეიშვილი

გიორგი მიგინეიშვილი


Comments


bottom of page