top of page

"კოსმოსური იერიში“


ტყიბულის N4 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ტყიბულის N4 სკოლის შიდა სასკოლო ტურში 8 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: "ქარიშხალი", კაპიტანი - მარიამ გაბრიაძე

U8 კატეგორია: "გენიოსები", კაპიტანი - ანასტასია შარვაძე

U12 კატეგორია: "ჭვიანი ვარსკვლავები", კაპიტანი - მარიამ ნემსიწვერიძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ირინე კორძაიას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌


ტყიბულის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨


გაიცანით ტყიბულის N4 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

მე-6 წევრი

U5

ქარიშხალი

მარიამ გაბრიაძე

რეზი დუშუაშვილი

თეკლა გამთენაძე

ლუკა მანაგაძე

თათული გაგოშიძე

თეკლა გაგოშიძე

U5

მეტეორი

გაბრიელ ბუცხრიკიძე

დემეტრე მახარაშვილი

უფლისა გაგოშიძე

ნიკოლოზ მანაგაძე

გოჩა მანაგაძე


U8

გენიოსები

ანასტასია შარვაძე

ბარბარე ნემსიწვერიძე

მარიამ სამსონიძე

გიორგი სოფრომაძე

სანდრო მანაგაძე

ლილე გოცაძე

U8

მერვე ლოგიკა

მარიტა ჭანტურიძე

ლიზი დუშუაშვილი

ბარბარე მახარაშვილი

ნიკოლოზ გამტენაძე

ანანო ცირეკიძე

ტასო კანდელაკი

U8

არწივები

მარიამ ოქროჭელიძე

ოლეგ კაკუშაძე

ილია გაბელაშვილი

სალომე ბოჭორიშვილი


ანასტასია ჟვანია

U12

ჭვიანი ვარსკვლავები

მარიამ ნემსიწვერიძე

ელენე მახარაშვილი

ლიზი კაკუშაძე

ნინო ბოჭორიშვილი

მარიამ ლომთათიძე

ბარბარე ძანაგაძე

U12

ფენიქსი

ეთერ ცირეკიძე

ანაბელ კაკუშაძე

მარიამ სოფრომაძე

ელენე ბახუტაშვილი

ჯემალ ახვლედიანი

ნიკოლოზ ბაკურაძე

U12

თავდამსხმელები

გიორგი გოგალაძე

ელენე სამსონიძე

ნია ძიგავა

ნინო თაბაგარი

ანასტასია ვერულაშვილი



Comments


bottom of page