top of page

ტვინების ჭადრაკის ფინალი, 27 ივნისს!

Updated: Jun 26, 2023

ტვინების ჭადრაკის ფინალური, შეხვედრა რეალურ გარემოში თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.მონაწილეები დაწყვილდებიან კენჭისყრის მეთოდით და ერთმანეთთან კონკურენციაში

იქნებიან ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.






ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება:

U3 (1-ლი, მე-2, მე-3 კლასის მოსწავლეები)

U6 (მე-4, მე-5, მე-6, კლასის მოსწავლეები)

U12 (მე-7, მე-8, მე-9, მ-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები)


ზოგადი წესები

  • ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით, 7 ტურად.

სასტარტო სიისათვის კენჭისყრა გაიმართება კომპიუტერული პროგრამით - SwissManager, კენჭისყრის შედეგები გამოქვეყნდება როგორც www.chess-results.com (GEO) ასევე ჩვენს საიტზე www.brains.ge/results

  • ჩემპიონატის სათამაშო დღის ხანგრძლივობა 3-4 საათი, შესვენებების ჩათვლით. ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი, სვლაზე 5 წამის დამატებით.

  • ტურნირზე დაიშვებიან 1-12 კლასის ის მოსწავლეები, რომლებმაც გადალახეს “ტვინების ჭადრაკის” საკვალიფიკაციო ეტაპი.(50% ბარიერი)

  • ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი ოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

1. პირადი შეხვედრა;

2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);

3. მოგებების რაოდენობა;

4. შავებით ნათამაშები პარტიები.


ჩატარების ადგილები და განრიგი:

სამივე ასაკობრივი კატეგორიისთვის,( U3,U7,U12) თამაში დაიწყება 11:00 საათზეე

ქუთაისი: ქუთაისი: იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლა.

თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) I კორპუსი.


სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან რეგიონში პირველი სამი ადგილის მფლობელი მოჭადრაკეები.

ჩემპიონებს ტიტულთან ერთად გადაეცემათ მთავარი პრიზი - საგზური ტვინების ბრძოლის საზაფხულო ბანაკში. ასევე, სიმბოლურ და წამახალისებელ პრიზებს მიიღებს ყველა ფინალისტი, რომელმაც შეჯიბრებაში კარგი შედეგი აჩვენა.








941 views0 comments

Comentários


bottom of page