top of page

ტვინების ბრძოლის ცეცხლი 'ალის'უბანში

ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და  U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ათმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორიაში ორმა გუნდმა მოიპოვა თანაბარი ქულები:

“არწივები", კაპიტანი - ნინი ბუცხრიკიძე

"გენიოსები", კაპიტანი - ნინო დიაკონიძე

U8 კატეგორია: “მართვე”, კაპიტანი - ლანა ბერუაშვილი

U12 კატეგორია: “XI კლასი”, კაპიტანი - სოსო კერესელიძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ქალბატონ ლალი მაკარიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს —მარეხი მემანიშვილს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით ალისუბნის თემის ტვინიკოსები:


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

პირველი მერცხალი

ნინო დიაკონიძე

გიორგი დიაკონიძე

გუგა დიაკონიძე

ელენე კერესელიძე

ელენე ბერუაშვილი

U5

არწივები

ნინი ბუცხრიკიძე

სანდრო ბუცხრიკიძე

ანდრია ზარნაძე

ალექსანდრე ბუცხრიკიძე

სანდრო ბუცხრიკიძე

U5

გენიოსები

ნინო დიაკონიძე

ზურა კერესელიძე

ლუკა მემანიშვილი

თამაზ ბუცხრიკიძე


U8

ნაპერწკალი

რუსუდან მაროაშვილი

ქრისტინე ბუცხრიკიძე

ანა ჯანგიანი

თამარი ზარნაძე

ნიკა დიაკონიძე

U8

მართვე

ლანა ბერუაშვილი

ანდრია აბულაძე

თინათინ ბუცხრიკიძე

მათე გიგაშვილი

ანანო ყაზაიშვილი

U8


ლუკა დიაკონიძე

ბარბარე ბეღელაძე

მარიამ მემანიშვილი

მარიამ ბუცხრიკიძე

ნიკოლოზ ქოჩერაშვილი

U12

ვარსკვლავები

გაბრიელ რობაქიძე

სალომე ნემსაძე

ანასტასია აბულაძე

ნია მემანიშვილი

ლიკა დიაკონიძე

U12


თამაზი ხაჭაპურიძე

ქეთი ბუცხრიკიძე

ლუკა კირკიტაძე

ლიკა რობაქიძე

ანამარია ხაჭაპურიძე

U12

აბიტურიენტები

ლაშა ხუჯაძე

მარი ყაზაიშვილი

ანა ბუცხრიკიძე

მარი რობაქიძე

საბა გეწაძე

U12

XI კლასი

სოსო კერესელიძე

ნიკა ყაზაიშვილი

ნათია ბუცხრიკიძე

მარი ბუცხრიკიძე

მარი სახელაშვილი



Comments


bottom of page