top of page

თუზის სკოლის მწიგნობრები

თუზის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და  U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, თუზის  საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ცხრა  გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “მწიგნობარი”, კაპიტანი -ბუხრაშვილი ანანო

U8 კატეგორია: “მერმისი”, კაპიტანი -დავით ზუზაძე

U12 კატეგორია: “ოთხს+ერთი”, კაპიტანი -ნანა სოფრომაძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ქალბატონ ხათუნა გავაშელაშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — თამთა სირბილაძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


თუზის საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით თუზის სკოლის ტვინიკოსები:


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

მწიგნობარი

ბუხრაშვილი ანანო

მაჩიტიძე ანი

ბრეგვაძე ნოდარი

მაჩიტიძე ლუკა

ცუხიშვილი ბარბარე

U5

IQ ტორნადო

ანდრია მაჩიტიძე

გიორგი მარუაშვილი

თამარ ზუზაძე

მაჩიტიძე

ანდრია ცერცვაძე

U5

ყოჩაღები

ანასტასია სუთიძე

ბარბარე კაპანაძე

ნატო კოჩაძე

მარიამ ჩაფიჩაძე

ელენე ქაშაკაშვილი

U8

მერმისი

დავით ზუზაძე

ნიკოლოზ ბოდოკია

გიგი ჩაფიჩაძე

ლიზი შეყრილაძე

ნინი რიჟამაძე

U8

მართვე

მაჩიტიძე ნიკოლოზი

რევაზიშვილი რუსუდანი

რიუმაძე ლუკა

კოჩაძე თამაზი

მაჩიტიძე ლუკა

U8

გამარჯვება

გამეზარდაშვილი გიორგი

მაჩიტიძე ბექა

სუთიძე ია

ცერცვაძე ამირანი

ზუზაძე მარიამი

U8

ვიქტორია

საბა ბუხრაშვილი

მარიამ ზუზაძე

ბარბარე ზუზაძე

მარიამ ხუციშვილი

ჩაფიძე

U12

ოთხს+ერთი

ნანა სოფრომაძე

ირინა გოგბერაშვილი

მარიამ სახეჩიძე

მარიამ გურჯიძე

გიორგი ჩაფიჩაძე

U12

ნაპერწკალი

ნინი ჩაფიჩაძე

ანანო მეგრელიშვილი

ხატია ოდიკაძე

ელენე წიწილაშვილი

მიხეილ სახეჩიძე

U12

მიმინო

ნიკოლოზ ფართლაძე

მირანდა გამეზარდაშვილი

ლუკა ზუზაძე

ქეთი პაპაშვილი

ნიკა ჩაფიჩაძე



Comments


bottom of page