top of page

"სუპერ ტვინები“


თუზის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, შიდა სასკოლო ტურში 9 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: "სუპერ ტვინები", კაპიტანი - ანდრია მაჩიტიძე

U8 კატეგორია: "ფუკუნდუსი", კაპიტანი - გიორგი გამეზარდაშვილი

U12 კატეგორია: "ჭკვიანი ზარმაცები", კაპიტანი - ამირან რიჟამაძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ხათუნა გავაშელაშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌


თუზის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨


გაიცანით თუზის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

მე-6 წევრი

U5

სუპერ ტვინები

ანდრია მაჩიტიძე

თამარ ზუზაძე

ანი მაჩიტიძე

გიორგი მარუაშვილი

ნიკოლოზ სარალიძე

ანდრია ცერცვაძე

U5

მწიგნობარი

ანი მაჩიტიძე

ანანო ბუხრაშვილი

ნოდარ ბრეგვაძე

ლუკა მაჩიტიძე

ბარბარე ცუხიშვილი


U5

არწივები

ანასტასია სუთიძე

ბარბარე კაპანაძე

მარიამ გოცაძე

ნატო კოჩაძე

მარიამ მაჩიტიძე


U8

ფუკუნდუსი

გიორგი გამეზარდაშვილი

ამიკო ცერცვაძე

მარიამ ზუზაძე

ია სუთიძე

ბექა მაჩიტიძე

რუსო რევაზიშვილი

U8

ივერია

ნინი რიჟამაძე

ლალო რობაქიძე

ლანა ჩაფიძე

ლუკა ჩაფიძე

ლიზი შეყრილაძე


U8

პრიფონი

თორნიკე მაჩიტიძე

საბა ბუხრაშვილი

მარიამ ზუზაძე

მაგდა საბეჩიძე

ბარბარე ზუზაძე

მარიამ ცუხიშვილი

U12

ჭკვიანი ზარმაცები

ამირან რიჟამაძე

ნანა სოფრომაძე

გიორგი ჩაფიჩაძე

მარიამ გურჯიძე

მარიამ სახეჩიძე

სანდრა გაფარაევი

U12

Chat GPT

ნიკა ფართლაძე

მირანდა გამეზარდაშვილი

ნიკა ჩაფიძე

მარიამ კაპანაძე

გიორგი ბოდოკია

ნიკა მაჩიტიძე

U12

ELMAX gang

მიხეილ სახეჩიძე

ლიზი ბუხრაშვილი

ლაშა ჩაფიძე

ხატია ოდიკაძე

ანანო მეგრელიშვილი

ელენე წიწილაშვილი


Comments


bottom of page