top of page

"იფიქრე და მოიგე" წყემის სკოლაში

წყემის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, წყემის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ექვსმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “არწივები”, კაპიტანი - მაკალათია ილია

U8 კატეგორია: “მგლები”, კაპიტანი - ცნობილაძე ზურაბი

U12 კატეგორია: “ცოდნის ლამპარი”, კაპიტანი - კიზირია საშა


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, რუსიკო მუმლაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს, იზო სარიანს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


წყემის საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით წყემის საჯარო  სკოლის ტვინიკოსები: 


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

არწივები

მაკალათია ილია

ცნობილაძე ნინო

არჩაია თორნიკე

გოთოშია ირა

სიხარულიძე ლიზა

U5

შევარდენი

ბოკუჩავა ნიკოლოზი

კიარჩია ნიკოლოზი

გოგინავა ილია

ელიავა ილია

ჯალაღონია გეგა

U8

მგლები

ცნობილაძე ზურაბი

ჭანტურია სანდრო

კიზირია გენადი

კოკაია სოფიკო

თუნგია მარიამი

U8

ლომები

კიზირია ლიკა

ბოკუჩავა გვანცა

კილასონია ლომინო

გოგინავა რომანი

არჩაია ლუკა

U12

ცოდნის ლამპარი

კიზირია საშა

კუპრეიშვილი ნანა

სანიკიძე მარიამი

სანიკიძე ზურაბი

გოგია გრიგოლი

U12

მართვე

ბოკუჩავა გიორგი

ბოკუჩავა ლიზი

ფუტკარაძე ლუკა

მაკალატია მარიტა

კიზირია თორნიკე

U8

იფიქრე და მოიგე

ანანო ბარდაველიძე

ნინო მსხვილიძე

ანასტასია ქედლიანი

ბარბარე მსხვილიძე

ნიაკო მხვილიძე



Comments


bottom of page