top of page

ცუცხვათის სკოლის "ყველაზე ჭკვიანები"

ცუცხვათის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში -U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ცუცხვათის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ცხრა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “ვარსვკლავები”, კაპიტანი - ელისაბედი ნოსელიძე

U8 კატეგორია: “ყველაზე ჭკვიანები”, კაპიტანი - ქეთევან კუპრაშვილი

U12 კატეგორია: “დამბლდორის რაზმი”, კაპიტანი - ლინდა კიკნაველიძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, დავით კუპრაშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ცუცხვათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით ცუცხვათის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

ვარსვკლავები

ელისაბედი ნოსელიძე

გვანცა გოჩელაშვილი

ქეთევანი ბრეგაძე



U5

ოქროს არწივი

ირაკლი ქსოვრელი

ნიკო როინიშვილი

გიგი ლომიძე

გეგა გაბრიაძე

ნინი ბრეგაძე

U5

ავაზა

ბარბარე ქედელიძე

ილია ლოღონაძე

ანდრია ბოჭორიშვილი



U8

ყველაზე ჭკვიანები

ქეთევან კუპრაშვილი

მარიამ ბრეგაძე

სანდრო ხარაბაძე

ანა ბუხაიძე

გიორგი ბრეგაძე

U8

ოქროს ყუთი

გიორგი კიკნაველიძე

ანამარია მესხორაძე

ლიკა დოღონაძე

თემური კუბლაშვილი

ლიზი ლომიძე

U8

არწივები

მარიამ ტოფაძე

ლიზი მესხორაძე

მაია კუბლაშვილი

თეკლა კუბლაშვილი

ნიკო ნოსელიძე

U12

დამბლდორის რაზმი

ლინდა კიკნაველიძე

მარიამ სანაშვილი

ლიზი ბუხაიძე

ნიკო ხვადაგიანი

ბარბარე ტოფაძე

U12

ინოვატორები

რატი კუბლაშვილი

ოთარი ქსოვრელი

მარიამ კუბლაშვილი

ლიზი გაბრიაძე

ანი ხვადაგიანი

U12

ტრიუმფი

გიგა ტოფაძე

მარიამ კუპრაშვილი

ბაჩო ჭელიშვილი

საბა გაბრიაძე

ლიზი არაბიძე


Comments


bottom of page