top of page

წიგნები რეგიონული ტურისთვის

საქალაქო ტურის ვნებები ჯერ არ განელებულა, ტვინების ბრძოლის ძალიან დიდი ოჯახი კი უკვე რეგიონული ტურისთვის წასაკითხ ლიტერატურაზე ვიწყებთ ფიქრს. ასეა, გამარჯვებას შრომა და კითხვა სჭირდება <3


ცნობილი ამბავია, რომ "ტვინების ბრძოლის" თამაშზე 2 შეკითხვა, დაანონსებული წიგნის თემატიკიდან ჟღერდება. საქალაქო ტურის შემდეგ ეს თავადაც მშვენივრად მოგეხსენებათ. რეგიონის პირველობაზე, როცა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულთან ასე ახლოს ხართ, ყველა ქულა ძვირფასია. ამიტომ, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და წაიკითხეთ თქვენი ასაკობრივი კატეგორიისთვის დაანონსებული წიგნი.


ჩვენ მიერ შერჩეული ლიტერატურა იმდენად კარგია ხოლმე, რომ როგორც წესი, ამ ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ან ანიმაცია ან კინო ან ორივე ერთად არსებობს. თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იხილოთ ანიმაციები ან ფილმები, თუმცა, შეკითხვების რედაქტორის დაჟინებული რჩევაა, რომ არ ენდოთ მხოლოდ ეკრანიზაციას და აუცილებლად წაიკითხოთ წიგნი. რჩევა რჩევად და წიგნების კითხვა რომ ძალიან სასარგებლო საქმიანობაა, ისედაც ხომ ვიცით <3


მაშ ასე, გთავაზობთ დაანონსებულ წიგნებს, ტვინების ბრძოლის რეგიონული ტურისთვის!


ქვემოთ გაეცნობით წიგნების ანოტაციებს და თანდართულ PDF ვერსიებს, რომელთა ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ნებისმიერ მოწყობილობაზე.


ree

U5 ასაკობრივი კატეგორია (3, 4, 5 კლასები)


ძმები ლომგულები ჯონათან და კარლ ლეიონები არიან.


10 წლის კარლი ლოგინს არის მიჯაჭვული, 13 წლის ჯონათანი კი ზღაპრული პრინცივით ლამაზი და კეთილია. ძმები შვედეთის ერთი პატარა ქალაქიდან ზღაპრულ მხარეში, ნანგიალაში აღმოჩნდებიან, სადაც საოცარი თავგადასავალი  გადახდებათ თავს.


წაიკითხე ყველაზე მხიარული საბავშვო წიგნების ავტორის ყველაზე სევდიანი წიგნი და გაიგე, შეძლებენ თუ არა ერთგული, მამაცი და თავდადებული ძმები ბოროტების დამარცხებას.








იხილეთ და ჩამოტვირთეთ წიგნის ელექტრონული ვერსია:




ree
U8 ასაკობრივი კატეგორია (6, 7, 8 კლასები)

ამ დღიურში საშინელი მოგონებები ინახება. ეს ამბები მიჩქმალეს. ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში მომხდარ ამბებს ვგულისხმობ.“ ტომ მერვოლო რიდლი


ჰარი პოტერის მეორე სასწავლო წელს ჰოგვორტსში შემაძრწუნებელი ამბები ხდება. ორმოცდაათი წლის წინ მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში მომხდარი ისტორია მეორდება – სტუდენტებს საშინელი, იდუმალი მონსტრი ესხმის თავს. საიდუმლო ოთახის ბინადარი მონსტრის მოძებნას ჰარი პოტერი მეგობრების დახმარებით ცდილობს.











იხილეთ და ჩამოტვირთეთ წიგნის ელექტრონული ვერსია:




ree

U12 ასაკობრივი კატეგორია (9, 10, 11, 12 კლასები)


რემარკის ცნობილი ანტიმილიტარისტული რომანი დიდი ოსტატობით მოგვითხრობს იმ შემზარავი რეალობის შესახებ,რომელშიც ახალგაზრდა პაულ ბოიმერი და მისი მეგობარი აღმოჩნდნენ...


ეს გერმანელი ბიჭები, ნახევრად ბავშვები, ის-ის იყო, სწავლობდნენ, როგორ ეცხოვრათ, როგორ ეაზროვნათ...მაგრამ არ დასცალდათ - პატრიოტული პროპაგანდის ზეგავლენით, ისინი საზარბაზნე ხორცად აქციეს. ათასობით ჯარისკაცი ეცემა ყოველდღიურად ბრძოლის ველზე, მათი მეგობრები კი წლების შემდეგ მწარედ ინანებენ, რომ მათთან ერთად არ დაიღუპნენ...










იხილეთ და ჩამოტვირთეთ წიგნის ელექტრონული ვერსია:



სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ წიგნების სამყაროში და გელით ჩვენს უცვლელ ფრონტზე - ტვინების ბრძოლის რეგიონულ ტურზე :)


Comments


bottom of page