top of page

წიგნები ფინალური ტურისთვის

გილოცავთ! თქვენ ძალიან რთული ტურები გადალახეთ და ფინალში ხართ! ეს უკვე დიდი გამარჯვებაა! ქვეყნის ყველაზე ჭკვიანი მოსწავლის სტატუსამდე კი სულ ცოტა რამ არის დარჩენილი:


  • 1 წასაკითხი წიგნი;

  • ლოდინის 2 კვირა;

  • ფინალში 15 შეკითხვაზე ქულათა მაქსიმალური რაოდენობით დაგროვება.


წასაკითხი წიგნების შესახებ ამ სტატიაში გაიგებ, წიგნების ელექტრონული ვერსიებიც აქვეა და იმ ორი კვირის ლოდინსაც, სწორედ, კითხვის პროცესი შეამსუბუქებს.


ქვემოთ გაეცნობით წიგნების ანოტაციებს და თანდართულ PDF ვერსიებს, რომელთა ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ნებისმიერ მოწყობილობაზე.


ree

U5 ასაკობრივი კატეგორია (3, 4, 5 კლასები)


ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში, ჯანი როდარი


"ამ წიგნში ჯელსომინოს თავგადასავალია მოთხრობილი. ეს ამბავი თავიდან ბოლომდე თვითონ მიამბო და სანამ მოყოლას დაამთავრებდა, კინაღამ დავყრუვდი" - ასე იწყება ყველასათვის საყვარელი იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის საოცარი მოთხრობა უცნაურ ბიჭუნაზე, ჯელსომინოზე, რომელსაც „ისეთი ძლიერი ხმა აქვს, მისი ჩურჩულიც კი მშვენივრად ესმით რეაქტიული თვითმფრინავის მგზავრებს, ზღვის დონიდან და თვით ჯელსომინოს თავს ზემოთ ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე რომ დაფრინავენ.


ჯელსომინო-ბიჭი ცრუთა ქვეყანაში მოხვდება, სადაც ყოფილი მეკობრე გამეფებულა და უბრძანებია, ერთი სიტყვა სიმართლე არავინ გამაგონოთო! აქ კატები ყეფდნენ, ძაღლები კი კნაოდნენ.


სწორედ, ამ საოცარ თავგადასავალში ჯელსომინოსთან ერთად მოგზაურობას გთავაზობთ ჩვენ, ოღონდ იჩქარეთ, ფინალურ ტურამდე უკან დაბრუნებაც უნდა მოასწროთ <3


იხილეთ/ჩამოტვირთეთ წიგნის ელექტრონული ვერსია:




ree

U8 ასაკობრივი კატეგორია (6, 7, 8 კლასები)


ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე, ჯ.კ. როულინგი


თორმეტი გრძელი წლის განმავლობაში აზკაბანის ციხეში სახიფათო დამნაშავე – სირიუს ბლექი იჯდა. ბლექს, რომელმაც ერთი წყევლით ცამეტი ადამიანი დახოცა, ლორდი ვოლდემორის ერთგული სამსახურისთვისაც ადანაშაულებდნენ. მაგრამ იგი აზკაბანის საშინელ მცველებს როგორღაც დაუსხლტა, ციხიდან გაქცევა მოახერხა და ახლა ჰარი პოტერს ეძებს.


საფრთხე რეალურია: სირიუს ბლექი დაჟინებით ცდილობს ჰოგვორტსში შეღწევას, რათა საბოლოოდ იძიოს შური აზკაბანში გატარებული თორმეტი წლისა და კიდევ უამრავი უცნობი მიზეზის გამო.


დარწმუნებული ვართ, მარტო არ დატოვებთ ჰარის ამ დიდი განსაცდელის წინაშე, მასთან ერთად გაივლით დაძაბულ დღეებს და როგორმე მოახერხებთ ფინალურ ტურამდე დაბრუნებას!


იხილეთ/ჩამოტვირთეთ წიგნის ელექტრონული ვერსია:



ree

U12 ასაკობრივი კატეგორია (9, 10, 11, 12 კლასები)


ფორთოხლისფერი გოგონა, იუსტაინ გორდერი


თბილი და სევდიანი ისტორიაა სიყვარულზე, დაკარგვასა და ცხოვრების სიმწიფეზე. წიგნი ძალიან ფაქიზად აერთიანებს რომანტიკას ფილოსოფიურ კითხვებთან — რატომ ღირს ცხოვრება მაშინაც, როცა ტკივილი გარდაუვალია?


ეს არის რომანი, რომელიც კითხვისას გაფიქრებინებს საკუთარ არჩევანებზე და მადლიერებაზე ყოველდღიური მომენტების მიმართ.








იხილეთ/ჩამოტვირთეთ წიგნის ელექტრონული ვერსია:



შევხვდებით ფინალში!


bottom of page