წაღვლის სკოლის ყოჩაღები
- Anna Shalikiani
- Oct 30
- 1 min read
წაღვლის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, წაღვლის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ექვსმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ყოჩაღები”, კაპიტანი -იოანე ლომიძე
U12 კატეგორია: “ბრავო”, კაპიტანი - ნატალია დოლიაშვილი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ქალბატონ მზია კაპანაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ირინა კილაძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით წაღვლის სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | ყოჩაღები | იოანე ლომიძე | გაბრიელ კაპანაძე | ვიკა ლომიძე | გვანცა ლომიძე | ლიკა კაპანაძე |
U5 | პეგასი | ნიკოლოზ კაპანაძე | ნათია კილაძე | თამაზი კილაძე | გიორგი კილაძე | ივანე კილაძე |
U12 | ბრავო | ნატალია დოლიაშვილი | მარიამ კაპანაძე | გიორგი კილაძე | დავით კილაძე | ბარბარე ლორთქიფანიძე |
U12 | არწივები | ზურაბი კილაძე | ქრისტინა კილაძე | მარიამ ლორთქიფანიძე | გიორგი კილაძე | ნინო ლომიძე |
U12 | ყვავილები | ანი კაპანაძე | ლელა შუბითიძე | მარიამ ლომიძე | მარიამ ლომიძე | ლიზი ლომიძე |
U12 | მარსი | ელენე კაპანაძე | გიგი ჩინჩალაძე | დავითი კაპანაძე | ავთანდილ ჩანდიშვილი | ბექა კილაძე |

















Comments