top of page

"ლოგიკის ლაბირინთი" წაჩხურაში

Updated: 6 days ago

წაჩხურას საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) და U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, წაჩხურას საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში სამმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “ძლიერები”, კაპიტანი - დემეტრე ბერიშვილი

U8 კატეგორია: “ლოგიკის ლაბირინთი”, კაპიტანი - ცოტნე ბერიშვილი


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ანზორ ბერიშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს, მანანა მიქაძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


წაჩხურას საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით წაჩხურას საჯარო  სკოლის ტვინიკოსები: 

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

ძლიერები

დემეტრე ბერიშვილი

ანი ჯოჯუა

იოანე მიქავა

ალექსი ჯიჯელავა

ანდრია ჯიჯელავა

U5

ვარსკვლავები

ალექსი ჯოჯუა

ბარბარე თოდუა

მეგი გაგუა

ანასტასია ნაჭყებია

ნატა თოდუა

U8

ლოგიკის ლაბირინთი

ცოტნე ბერიშვილი

გიგი ჯიჯელავა

ბარბარე კალანდია

დიტო კალანდია

ლიზი ნაჭყებია


Comments


bottom of page