თრიალეთის სკოლის "ალფა თაობა"
- Anna Shalikiani
- Nov 5
- 1 min read
დაბა თრიალეთის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) და U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ოცდაერთმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ქარიშხალა”, კაპიტანი - გიორგი ბოლქვაძე
U8 კატეგორია: “არწივები”, კაპიტანი - ანუკი ქათამაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით დირექტორს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ქალბატონ რუსუდან ფუტკარაძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის ტვინიკოსები:























Comments