top of page

თხინვალელი ვარსკვალები

თხინვალის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი ერთ ასაკობრივ ჯგუფში - U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები)კატეგორიაში წარიმართა. ჯამში, თხინვალის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში სამმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.  

ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U8 კატეგორია: “კოლხა”, კაპიტანი - ნინა ჭანტურია


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ქალბატონ ნანული ბოლქვაძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


თხინვალის საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით თხინვალის სკოლის ტვინიკოსები:

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U8

კოლხა

ნინა ჭანტურია

ივანე ჭანტურია

ელენე გალუსტაშვილი

ვასილ ვალქვაძე

თამარ ლავაძე

U8

იმედი

ნიკა ეპრიკოვი

ნინო ბაბილოძე

თეკლა გალუსტაშვილი

ბარბარე ზოიძე

ნინო ცერცვაძე

U8

არგო

ტასო ლაბაძე

ანტონ მემარნიშვილი

ელენე გვიშიანი

მათე მუმლაძე

თემური ცერცვაძე



Comments


bottom of page