top of page

თელავის N3 სკოლის "გოგო-ბიჭები"

თელავის 3 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი ერთ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, თელავის 3 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ხუთმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “გოგო-ბიჭები”, კაპიტანი - თემური ხვთისიაშვილი

    “ლომები”, კაპიტანი - ვაჩე გამქორნეიშვილი


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ია გაგნიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს, ხათუნა ბაკურიძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


თელავის 3 საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით თელავის 3 საჯარო  სკოლის ტვინიკოსები: 

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

გოგო-ბიჭები

თემური ხვთისიაშვილი

თეკლა ჩაფიძე

გიორგი ახალაური

ტასო აბესაძე

გურამი ტალახაძე

U5

ლომები

ვაჩე გამქორნეიშვილი

ნიკოლოზ ბალუაშვილი

ნიტა ჭოთილაიძე

გაბრიელი


U5

ჭკვიანები

მარიამ ახალმოსულაშვილი

სოფია გოდერძიშვილი

მარია ისმაილოვი

ილია ჯიჯიშვილი

თეკლა გაბელაია

U5

მერცხლები

ანდრეა შავაძე

მირიან როსტომაშვილი

ირაკლი ბოჭორიშვილი

რომიკო ისაევი


U5

ცეცხლოვანი ირემი

გაბრიელ ოქრუაშვილი

მათე ხუტუაშვილი

ლიკა ოსეფოვი

კატო ყრუაშვილი

ანა ლუაშვილი



Comments


bottom of page