"სხარტები" და "დინჯები" თეჯისის საჯარო სკოლიდან
- Anna Shalikiani
- 1 day ago
- 1 min read
თეჯისის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4, და მე-5 კლასები) და U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, თეჯისის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ორმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “სხარტები”, კაპიტანი - მარიამ მამედოვა
U8 კატეგორია: “დინჯები”, კაპიტანი - ნარსატინ მირზაევა
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, აზარ გეიდაროვს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორ პედაგოგებს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
თეჯისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით თეჯისის საჯარო სკოლის ტვინიკოსები:













Comments