თბილისის 88-ე სკოლის ინტელიგენცია
- Anna Shalikiani
- Nov 5
- 2 min read
თბილისის N88 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, თბილისის N88 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ჩვიდმეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “A QSTARS”, კაპიტანი - დანიელ ონიანი
U8 კატეგორია: “გონების აკადემია”, კაპიტანი - ანა მეტრეველი
U12 კატეგორია: “ინტელიგენტი”, კაპიტანი - დაჩი ნოზაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით დირექტორს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს - ქალბატონ ლია ბერიაშვილის, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
თბილისის N88 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით თბილისის N88 საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | A QSTARS | დანიელ ონიანი | მათე კაკაურიძე | ლუკა კაპანაძე | მამუკა კვეკვესკირი | ნია ნიკვაშვილი |
U5 | არქიმედე | ირაკლი პასიკაშვილი | ნინი ციცვიძე | ნიკოლოზ ზალიაშვილი | თათა არაბული | დაჩი მაილაშვილი |
U5 | აინშტაინი 2 | ნიკოლოზ ხელოშვილი | ვიქტორია ხმელიძე | ლიკა ხმელიძე | თეონა იაშაღაშვილი | ნიკოლოზ ასლანიშვილი |
U5 | ჭკვიანები | ანა გეწაძე | ბარბარე ტყავაძე | ბარბარე ცხადაძე | ნუცა თოდრია | მეგი თომაშვილი |
U5 | აინშტაინი | გაბრიელ ფხიკიძე | თეკლა მეკოკიშვილი | ნია ხმელიძე | ნიკოლოზ ბაიდარაშვილი | ლევან ქოჩარიანი |
U5 | სპლიყვები | ანა ჯიბაშვილი | მარიამ ლაბაძე | მათე ხილაძე | ალექსანდრე ბოლქვაძე | ალექსანდრე სარქისიანი |
U5 | მართვე | ირინა მაისურაძე | ანასტასია ფადარაშვილი | ბარბარე გოცაძე | ლაზარე გოგნიაშვილი | ანდრია ლაგირვანიძე |
U5 | დღნაჩვები | ლაზარე დევიძე | მარიამ ჯირაშვილი | ბარბარე გოგოლიძე | ლაზარე ჩხეტია | ლიზი ოგანეზოვი |
U8 | გონების აკადემია | ანა მეტრეველი | გვანცა მაისურაძე | მარიამ წიქარიშვილი | მაირამ ფხიკიძე | ავთო შარვაშიძე |
U8 | ტვინის ბომბი | ანამარია თათარაშვილი | ალექსანდრე დემურიშვილი | გიორგი ლორთქიფანიძე | სანდრო ლაგურაშვილი | ლიზი კუჭაშვილი |
U8 | გონიერი ვულკანები | ლუკა წანაწყენიშვილი | დავით მუკოკიშვილი | სანდრო იაშაღაშვილი | მაირმა ბაინდურაშვილი | თამარ ალანია |
U8 | ტვინიკოსები | ალექსანდრა ჩალაბიანი | ქეთი კვარაცხელია | ლიზი დიასამიძე | დავით ოგანესოვი | კესო სამხარაძე |
U12 | ინტელიგენტი | დაჩი ნოზაძე | სალომე არაბული | ანანო გერგაია | ნიკოლოზ მაისურაძე | ნია აკოფოვი |
U12 | მერმისი | ნიკოლოზ ლორთქიფანიძე | მარიამ სხირტლაძე | ანასტასია მიკიორტუმოვი | მარიამ გელაშვილი | ნანუკა ჯოლოხავა |
U12 | ყველაზე მაგრები | ქეთო შევარდენიძე | მარიამ ხუციშვილი | ანასტასია კვარაცხელია | საბა ქიმაძე | ნინი ცალიანი |
U12 | ლოგოსი | ნინო სხირტლაძე | გიორგი ხუციშვილი | ანი ბოლქვაძე | ელენე ყოჩიშვილი | ბარბარე იარალიშვილი |
U12 | ლოგოსი 2 | მარიამ მაისურაძე | თამთა ხახიაური | ოთარ მაღლაკელიძე | ერეკლე ლაგურაშვილი | ლუკა კაკაშვილი |





















Comments