top of page

გონების მიტოზი ტვინების ბრძოლაში

თბილისის N30 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და  U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, თბილისის N30 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში თოთხმეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “მეტეორები”, კაპიტანი -  ანასტასია ბებუთაშვილი

U8 კატეგორია: “მაკუნას ანგელოზები”, კაპიტანი - ელისაბედ კუჭავა

U12 კატეგორია: “გონების მიტოზი”, კაპიტანი - ნინო ჩუტკერაშვილი


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ქალბატონ მარიამ გოგოჭურს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს - , ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


თბილისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით თბილისის N30 საჯარო სკოლის ტვინიკოსები:


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

მეტეორები

ანასტასია ბებუთაშვილი

ნინო ბიგვავა

მათე ტოლიაშვილი

საბა ლუხოშვილი

ანიტა ქამუშაძე

U5

ბრილიანტები

თამარ გიგინეიშვილი

ლალი მინდორაშვილი

ილია კუკავა

დავით ბერიშვილი

ნინო

U5

მართვე

ელენე ასათიანი

გაბრიელ გამეზარდაშვილი

ნიკოლოზ თვალიაშვილი

სანდრო აღაპიშვილი

ნათია ბაკოიანი

U5

მერცხლები

დაჩი მაისურაძე

ქეთა თურმანიძე

გიორგი ამირიძე

ანასტასია ზარანდია

ნიკოლო გოგატიშვილი

U8

მაკუნას ანგელოზები

ელისაბედ კუჭავა

მარიამ ჩარგეიშვილი

ანასტასია ლემონჯავა

ანასტასია ბულკაშვილი

ნია ნინუა

U8

ძველი თბილისი

ლილე მაისურაძე

ნინო თორდია

მარიამ ჩუტკერაშვილი

ალექსანდრე გულაშვილი

ილია გეგუჩაძე

U8

ტვინიკოსები

ალექსანდრე ჯიბღაშვილი

გაბრიელ კომახიძე

გურამი გოგიაშვილი

დავით ივანიშვილი

ეკატერინე ლემონჯავა

U8

სმარტი

სანდრო მაზიაშვილი

მათე ლომიძე

მართა ჩიგოგიძე

თათია ალავერდაშვილი

ალექსანდრე ნადარეიშვილი

U8

თორი

მარიამ გაფრინდაშვილი

საბა ვალიშვილი

ზურაბ სახტარაძე

გაბრიელ მელაძე

მარიამ ლაითაძე

U12

გონების მიტოზი

ნინო ჩუტკერაშვილი

ელენე კუჭავა

ნიკოლოზ ქობალია

დაჩი ქამუშაძე

ნიკოლოზ გიგაური

U12

აქილევსის ქუსლი

ანასტასია ჩარგეიშვილი

კასარია ბენდიანიშვილი

სანდრო იარალიშვილი

გვანცა გვაზავა

დავით ბურდული

U12

ფენიქსი

ანანო მასურაშვილი

მარიამ ხურმედოვი

მარიამ სურგულაძე

მარიამ მარჯანიძე

გიორგი იმნაძე

U12

ჩემპიონები

ნუცა ბექაური

გაბრიელ გაბოძე

მეგი გოგია

ანასტასია თაბაგარი

მეგი ყველაშვილი

U12

ეიფორია

ელენე სირაძე

გიორგი ბაკუზანოვი

მარიამ თუთბერიძე

ლუკა ალუხაშვილი

ნიკოლოზ ქობალია



Comments


bottom of page