top of page

"ფენიქსი" თბილისის N17 სკოლიდან

თბილისის N17 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი ერთ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, თბილისის N17 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში სამმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “ფენიქსი”, კაპიტანი - ერეკლე მუხიგული


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, მარიამ ჭელიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს, ანა ხურციძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


თბილისის N17 საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით თბილისის N17 საჯარო  სკოლის ტვინიკოსები: 

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

სათადარიგო

წევრი

U5

ფენიქსი

ერეკლე მუხიგული

მარიამ მესხი

თორნიკე გეთია

მათე ჯულაიძე

ელენე ჯოხაძე

გეგა ხაბეიშვილი

U5

ციცინათელები

გაისია ახვლედიანი

სესილი ბზიკაძე

ლიზი მუმლაძე

ლიზა კიკალიშვილი

დაჩი გურული

ანასტასია ბარამიძე

U5

ვარსკვლავები

მალიქა ნამგალაური

კვინტრაძე თორნიკე

ლოლოშვილი ანნა

ნიკოლოზ სებისკვერაძე

ნიტა გეთია

ნიკოლოზ დემეტრაშვლი



Comments


bottom of page