ირმის ნახტომი თბილისის 128-ე სკოლაში
- Anna Shalikiani
- Nov 5
- 3 min read
თბილისის N128 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, თბილისის N128 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ორმოცდაათმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “გალაქტიკა”, კაპიტანი - ნიკოლოზ კიკნაძე
“ირმის ნახტომი”, კაპიტანი - დემეტრე ჯანჯღავა
“ბრწყინვალე”, კაპიტანი - სიდონია ბარისაშვილი
U8 კატეგორია: “ტვინიკები”, კაპიტანი - სალომე ბოსტოღნაშვილი
U12 კატეგორია: “მგლები”, კაპიტანი - გიო გევორქოვი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით გულნაზ ხორბალაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს - ეკატერინე ხვედელიძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
თბილისის N128 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით თბილისის N128 საჯარო სკოლის ტვინიკოსები:















Comments