გრიგალი თბილისის 108-ე საჯარო სკოლაში :)
- Anna Shalikiani
- Oct 30
- 2 min read
თბილისის N108 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, თბილისის 108-ე საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში თერთმეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U8 კატეგორია: “გუნდური ხუთეული”, კაპიტანი - ნიკოლოზ ბაგაშვილი
U12 კატეგორია: “ფენიქსი”, კაპიტანი - გიორგი ბერიძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ქალბატონ მაია მღვდელაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ბაქარ ნადარაიას, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით თბილისის 108-ე საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | სათადარიგო წევრი |
U8 | გუნდური ხუთეული | ნიკოლოზ ბაგაშვილი | ნია ნარეშელაშვილი | დაჩი ედილაშვილი | მარიამ მექუდიშვილი | ბარბარე მაჭარაშვილი | იოანე ხორბალაძე |
U8 | BRAIN RAIN | საბა ტუღუში | ანამარია ბაბალაშვილი | ალექსანდრე ქალიაშვილი | ლუკა ძარია | ანდრია ბაზერაშვილი | |
U8 | ფენიქსი | ლაზარე ზანდარაშვილი | საბა ახვლედიანი | დათა უსენაშვილი | ნია ციცხვაია | მაია ზარიძე | დათა ბარბაქაძე |
U8 | ტვინიკოსები | მათე მასურაშვილი | ანდრია თუთიაშვილი | იოანე ქირათელიძე | ლილე ლიპარტელიანი | თეკლა ღუღუნიშვილი | |
U8 | ჭკვიანი თაობა | ქეთა ნაცვლიშვილი | ქრისტინე ფართლაძე | ლიზი მენაბდიშვილი | ანა ბექაური | მარიამ ბერაძე | დაჩი დაუთაშვილი |
U8 | ტრიუმფი | ბარბარე აშკარელაშვილი | ლევან მჭედლიშვილი | ლიზი წიქარიშვილი | ლუკა ჩოხელი | ანა აბრამიშვილი | |
U8 | IQ | ოთო ქართლელიშვილი | დემეტრე ჩოხელი | გიორგი ბაზერაშვილი | პაპუნა პაპუაშვილი | სალომე ფოლადაშვილი | ანასტასია ჭიკაძე |
U8 | მრავალუჯრედიანები | იაკობ პაჭიკაშვილი | ნიკა ფარტენაძე | ნიკოლოზ ჩუბინიძე | გაბრიელ ოძელაშვილი | ბარბარე კილაძე | ანა ნარეშელაშვილი |
U12 | ფენიქსი | გიორგი ბერიძე | ნანა კირვალიძე | დავით აფთარაშვილი | დავით რეხვიაშვილი | ლიზი პაპაშვილი | გიორგი კაპანაძე |
U12 | გრიგალი | გიორგი კესარელი | გიგა ხიმშიაშვილი | ანა სარიშვილი | ლიზი ბერუაშვილი | ლელა გორელაშვილი | ლუკა ნოზაძე |
U12 | ნიკოლოზ ნავერიანი | ნია ჩაკვეტაძე | ანდრია მიქაუტაძე | ნატალია ვარსემაშვილი | დათო დოლიძე |











Comments