„დეტექტივების ობიექტივში"
- Anna Shalikiani
- 1 day ago
- 2 min read

ხონის სკოლა-გიმნაზიამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ხონის სკოლა-გიმნაზიის შიდა სასკოლო ტურში 14 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "თამარი და ბიჭები", კაპიტანი - ომარ ივანოვი
U8 კატეგორია: "ცოდნის დეტექტივები", კაპიტანი - გაგა უგულავა
U12 კატეგორია: "ელიტა", კაპიტანი - მარიამ მუშკუდიანი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს სოფიკო ჭავჭანიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ხონის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ხონის სკოლა-გიმნაზიის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | ნიჭიერები | გიორგი წულუკიანი | გოგიტა ჩიხლაძე | სანდრო ფერაშვილი | |||
U5 | თამარი და ბიჭები | ომარ ივანოვი | საბა ბალანჩივაძე | მათე სართანია | სანდრო წულუკიანი | გაბრიელ მელაძე | |
U5 | ბიჭები და გოგონები | თომა ფიოლია | გაბრიელ ყურაშვილი | მარიამ ქოიავა | ბარბარე ზურაბიანი | ზუკა გაზდელიანი | |
U5 | ტვინიკოსები | ერეკლე ტაველიშვილი | ნინა აკვეტაძე | ნიკოლოზ გიორხელიძე | |||
U5 | ფენიქსი | დემეტრე ბობოხიძე | გიორგი კოპალიანი | ||||
U8 | ცოდნის დეტექტივები | გაგა უგულავა | ელისაბედ სანოძე | ანანო უგულავა | ანა უგრეხელიძე | ანასტასია კინწურაშვილი | |
U8 | გულინას ათოსნები | ბარბარე შვანგირაძე | ანდრია წივწივაძე | ანა გორდაძე | გიორგი ქვათელაძე | ||
U8 | ფენიქსი | ნიკოლოზ ხაჭაპურიძე | მარიამ ჯიმშელეიშვილი | თამარ კაკაბაძე | დათო უგულავა | გიორგი ბობოხიძე | |
U8 | ნეირონი | თორნიკე ბექაური | ანასტასია სანოძე | ნინო წივწივაძე | ნიკოლოზ სართანია | ||
U8 | ელვა | გიორგი ხაჭაპურიძე | ანასტასია კიკვიძე | ლიკა მელაძე | ეთუნა კაკაბაძე | ||
U8 | წიგნიკოსები | გუგა ფიოლია | გიორგი მუშკუდიანი | გიორგი ივანოვი | ანდრია მანაგაძე | დაჩი ჩაკვეტაძე | სანდრო ხარაბაძე |
U12 | ან ცოდნა ან ცოდვა | ანასტასია კაკაბაძე | ბექა კინწურაშვილი | დემური მელაძე | |||
U12 | ტვინთა მეომრები | ნიკოლოზ ქუთათელაძე | სალომე გოგიძე | დიანა მაჭარაძე | გიორგი თვალოძე | ანა ქოიავა | ელენე კაკაბაძე |
U12 | ელიტა | მარიამ მუშკუდიანი | ელენე ბობოხიძე | ნინო მუშკუდიანი | ზურა გორდაძე | ზურა ყურაშვილი |














Comments