თამარისის ორნიტოლოგები :)
- Anna Shalikiani
- Nov 6, 2025
- 1 min read
სკოლა თამარისის სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, სკოლა თამარისის სკოლის შიდა სასკოლო ტურში ექვსმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “მტრედები”, კაპიტანი - ასამბაძე ემილი
U12 კატეგორია: “არწივები”, კაპიტანი - ნიკა დევაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ბადრი ჯაფარიძეს და ტვინების ბრძოლის შიდა სასკოლო ტურის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
სკოლა თამარისის სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით სკოლა თამარისის სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | მტრედები | ასამბაძე ემილი | გაბაიძე საბა | დავითაძე ანდრია | ლორთქიფანიძე სესილი | აბაშიძე ემილი |
U5 | ლომები | ლივია სოლომონიძე | ბარბარე ქონდარიძე | ტიმეთეი სალავინსკი | ანრი აბაშიძე | გაბრიელ გორგილაძე |
U12 | არწივები | ნიკა დევაძე | მარიამ მეფარიშვილი | ლაშა ბოლქვაძე | ზუნთუოვი გიორგი | ნია ბუავა |
U12 | პითაგორა | რანა დავითაძე | სესილი თურმანიძე | ტასო დეკანაძე | საბა მიქელაძე | სანდრო წითელაძე |
U12 | ავაზა | დავით დავითაშვილი | თომა აბაშიძე | აზიზი სორენა | ლუკა კირაკოსიანი | საბა თურმანიძე |
U12 | გენიოსები | მაგდა გელაძე | ელენე შარაშიძე | გიგა ცეცხლაძე | საბა ქობულაძე | თომა აბაშიძე |
















Comments