დიდი მოგზაურობა მზის სისტემაში
- Anna Shalikiani
- 2 days ago
- 1 min read

სკოლა "ლილემ" ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ერთ ასაკობრივ ჯგუფში - U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) კატეგორიაში წარიმართა. ჯამში, ლილე სკოლის შიდა სასკოლო ტურში 4-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U8 კატეგორია: "ნეპტუნი", კაპიტანი - კესარია შუკაკიძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, საბა ნათენაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ლილე სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ლილე სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U8 | ნეპტუნი | კესარია შუკაკიძე | მარიამ კაკაშვილი | დიმიტრი ჭუაძე | ნიკოლოზი თვაური | გაბრიელი გურგენიძე |
U8 | მარსი | თათული დუნდუა | ბარბარე სულაბერიძე | მათე ერაძე | თელკა შამათავა | ნიკოლოზი კიკუტაძე |
U8 | მერკური | ბარბარე თაბაგარი | კოტე ბუთხაშვილი | ანნა შარმიაშვილი | ნიკოლოზი ჩადუნელი | ბარბარე ცერცვაძე |
U8 | სატურნი | საბა ჩარგაზია | ალექსანდრე ჯინჭარაძე | იოანე ქალებაშვილი | მარიამ რიგიშვილი | მარიამ ანსიანი |
























Comments