სიქთარვის სკოლის "მებრძოლები"
- Anna Shalikiani
- Nov 12
- 2 min read
სიქთარვის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, სიქთარვის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში თვრამეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ტვინიკოსები”, კაპიტანი - ნუცა ფორჩხიძე
U8 კატეგორია: “ივერია”, კაპიტანი - გიორგი ტაბატაძე
U12 კატეგორია: “მებრძოლები”, კაპიტანი - ლუკა ფანჩულიძე
“six seven”, კაპიტანი - მამუკა კვატაია
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ია კვატაიას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
სიქთარვის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით სიქთარვის საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | სათადარიგო წევრი |
U5 | ტვინიკოსები | ნუცა ფორჩხიძე | მარიამ სულამანიძე | თაზო ტოფაძე | ვახო ხაროტონოვი | გაბრიელ კვატაია | |
U5 | შავი არწივი | ნიკოლოზ რობაქიძე | ელენე ბოჭორიშვილი | გაგა გვენეტაძე | გიორგი ფოფხაძე | მევლუდ გოგბერაშვილი | |
U5 | ბანი | ანნა ფანჩულიძე | ელენე ბუცხრიკიძე | დავით პატარიძე | მარიამ სახელაშვილი | ლუკა ტაბატაძე | ანდრია მარადაშვილი |
U5 | გიჟი გენიოსები | ანდრია აბჟანდაძე | ეკატერინე რობაქიძე | კესარია რობაქიძე | ელენე რობაქიძე | ანამარია პატარიძე | |
U5 | ცეცხლოვანი ლომები | ალექსი ალექსეევი | თეკლა რობაქიძე | თამარ კვაცაია | კაკო სილაგაძე | ბორისი ბუცხრიკიძე | |
U8 | BEST | ქეთი ცხადაძე | ზურა სახელაშვილი | ია ხანიაშვილი | მილანა გოგბერაშვილი | საბა ფანჩულიძე | |
U8 | ივერია | გიორგი ტაბატაძე | თეკლა კვატაია | ლიზი აბულაძე | გვანცა ფოფხაძე | ნინი სახელაშვილი | |
U8 | იბერია | ლენა სულამანიძე | დავით სურგულაძე | ანასტასია რობაქიძე | მარიამ გოგბერაშვილი | ლანა ჯაბიძე | |
U8 | ინტელექტი | თეკლა ფანჩულიძე | საბა ისაკაძე | საბა შარაშენიძე | ბარბარე გვენეტაძე | მართა სირბილაძე | |
U8 | BRO | ლაზარე რობაქიძე | მარიამ ცხადაძე | ლიზი ბჭორიშვილი | ეთო სულამანიძე | ანამარია ქასრაშვილი | |
U8 | BEST | ქეთი ცხადაძე | ზურა სახელაშვილი | ია ხანიაშვილი | მილანა გოგბერაშვილი | საბა ფანჩულიძე | |
U12 | მებრძოლები | ლუკა ფანჩულიძე | ნიკა რობაქიძე | გიორგი სულამანიძე | მარიამ სირბილაზე | გაგა ტაბატაძე | |
U12 | six seven | მამუკა კვატაია | გიგა კვატაია | მაგდა არაბიძე | ბაჩო ცხადაძე | კახიზე ნოდარი | |
U12 | მარსელები | ელენე ცხადაძე | დავით ხარიტონოვი | ტარრიელ მემანიშვილი | ნინო ფოფხაძე | ||
U12 | ხათები | თემო აბულაძე | მათე სირბილაძე | მარიამ ქოჩიაშვილი | ნანუკა სულამანიძე | ნანიკო რობაქიძე | ნიკა ვერულაშვილი |
U12 | ხეთები | ოთარ ბაბუაძე | ლუკა სანაძე | ლუკა პატარიძე | ნიკოლოზ აბულაძე | ვახტანგ ხარიტანოვი | |
U12 | ელვა | რევაზ რობაქიძე | მარი ისაკაზე | ლიკა ტაბატაძე | სალომე ჯაბიძე | მარიამ ფოფხაძე | ლუკა ბასიალაია |
U12 | GOOTS | დავით რობაქიძე | საბა სულამანიძე | ზურა ბოჭორიშვილი | ნატა ტაბატააძე | ანასტასია ფოფხაზე | |
U12 | ლომები | თორნიკე კახიძე | მარიამ ფოფხაძე | ანა გოგბერაშვილი | რიტა აბუთიძე | გიორგი ნებიერიძე |



















Comments