შუაღელის "ინოვატორები"
- Salo Kobuladze
- Apr 15
- 1 min read

შუაღელის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ განვითარდა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია:"მომავლის ლიდერები", კაპიტანი- ავთანდილ თევდორაძე
U8 კატეგორია: "მოაზროვნეები", კაპიტანი- ავთანდილ თევდორაძე
U12 კატეგორია: "ინოვატორები", კაპიტანი- ანდრია ხახუტაშვილი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ლალი კირჩხელს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
შუაღელის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!
გაიცანით შუაღელის საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | სათადარიგო წევრი |
U5 | მომავლის ლიდერები | სესილი თედორაძე | ანდრია მოსიძე | დემეტრე შარაშიძე | ლიზი ველიაძე | საბა რევაზიშვილი | ნინი ხუჯაძე |
U8 | პროგრესი | ანამარია შარვაშიძე | აჩიკო გოგიტიძე | ზურა რევაზიშვილი | ელენე ბერიძე | მაიკო შარაშიძე | ზურა ფარტენაძე |
U8 | მოაზროვნეები | ავთანდილ თედორაძე | სალომე თურმანიძე | ლიზა ართმელაძე | ნიკოლოზ თედორაძე | ანა თურმანიძე | ვაჩე ქათამაძე |
U12 | ინოვატორები | ანდრია ხახუტაიშვილი | ლუკა კონცელიძე | ლაშა ფარტენაძე | სესილი გოგიტიძე | ნიკა რევაზიშვილი |












Comments