top of page

გონებრივი ქარიშხალი ფარცხმაში :)

შუაფარცხმის საჯარო სკოლამ „ტვინების ბრძოლის“ გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეები საერთო მიზნის გარშემო გააერთიანა — ესაა ლოგიკური აზროვნება, გუნდური სულისკვეთება და ცოდნის გაღრმავება.


თამაში ერთ ასაკობრივ კატეგორიაში, U5 (მე-3, მე-4, მე-5 კლასები) კატეგორიაში წარიმართა და მასში ჯამში სამი გუნდი ჩაერთო.


შეჯიბრი წარმოუდგენლად დაძაბული, აზარტული და საინტერესო გამოდგა! ჩვენი მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ შეკითხვებს და თითოეული ქულისთვის გუნდურად იბრძოდნენ.


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება და საპატიო პირველი ადგილი შემდეგმა გუნდმა მოიპოვა:


🏆 U5 კატეგორია: "გონებრივი ქარიშხალი", კაპიტანი-მათე ჭელიძე


აზარტით სავსე ტურნირის დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს კუთვნილი სიგელები საზეიმოდ გადაეცათ. თუმცა, ინტელექტუალურ თამაშებში წაგებული არავინაა — ტურნირში მოასპარეზე ყველა მოსწავლეს შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ სკოლის დირექტორს, გულიკო უჯმაჯურიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, მხარდაჭერისთვის, თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის! 🙌


შუაფარცხმის საჯარო სკოლის ტვინიკოსებს კი დიდ წარმატებებს ვუსურვებთ გაზაფხულის სეზონის მომდევნო ეტაპებზე! წინ კიდევ ბევრი საინტერესო გამოწვევაა! ✨


გაიცანით ჩვენი ტვინიკოსები: 👇

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

სათადარიგო წევრი

U5

პირველი მერცხალი

ბარბარე კუტალაძე

სარა მიქელაძე

თაკო ჭაღალიძე

რუსუდან ბურჭულაძე

სოფო ვაჩეიშვილი


U5

ლომები

ტატიანა ბურჭულაძე

ნიკა ბერძენიშვილი

ელისაბედ ბერძენაშვილი

თეკლე ყარაჯალაშვილი

შოთა ყარაჯალაშილი

ლევან ბუბუტეიშვილი

U5

გონებრივი ქარიშხალი

მათე ჭელიძე

გორგი ბერძენიშვილი

ლუსია ჭელიძე

გიორგი მამალაძე

ლუკა ჯაღალიძე



Comments


bottom of page