"მეგატვინები"
- Anna Shalikiani
- Apr 15
- 1 min read

შუა ამაღლების საჯარო სკოლა „ტვინების ბრძოლის“ გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეები საერთო მიზნის გარშემო გააერთიანა — ესაა ლოგიკური აზროვნება, გუნდური სულისკვეთება და ცოდნის გაღრმავება.
თამაში ორ ასაკობრივ კატეგორიაში, U5 (მე-3, მე-4, მე-5 კლასები) და U8 (მე-6, მე-7, მე-8 კლასები) კატეგორიებში წარიმართა და მასში ჯამში ექვსი გუნდი ჩაერთო.
შეჯიბრი წარმოუდგენლად დაძაბული, აზარტული და საინტერესო გამოდგა! მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ შეკითხვებს და თითოეული ქულისთვის გუნდურად იბრძოდნენ.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება და საპატიო პირველი ადგილი შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
🏆 U5 კატეგორია: "მართვე", კაპიტანი-თორნიკე ქამადაძე
🏆 U8 კატეგორია: "მეგატვინები", კაპიტანი-გიორგი კაპანაძე
აზარტით სავსე ტურნირის დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს კუთვნილი სიგელები საზეიმოდ გადაეცათ. თუმცა, ინტელექტუალურ თამაშებში წაგებული არავინაა — ტურნირში მოასპარეზე ყველა მოსწავლეს შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ სკოლის დირექტორს, სიმსონ ჯიბუტს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, მხარდაჭერისთვის, თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის! 🙌
შუა ამაღლების საჯარო სკოლის ტვინიკოსებს კი დიდ წარმატებებს ვუსურვებთ გაზაფხულის სეზონის მომდევნო ეტაპებზე! წინ კიდევ ბევრი საინტერესო გამოწვევაა! ✨
გაიცანით ჩვენი ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | მართვე | თორნიკე ქამადაძე | ანასტასია სიხარულიძე | ლაზარე ყაჭეიშვილი | რატი შველიძე | დაჩი ზამბახიძე |
U5 | ლომები | მათე ყაჭეიშვილი | ილონა დოლიძე | ალექსი გიგოლაშვილი | ბარბარე სიხარულიძე | |
U8 | KINGS | ლუკა კობიძე | ნიკოლოზ ჯიბლაძე | მარიამ ზამბახიძე | ანა შველიძე | ანამარია მუხაშავრია |
U8 | მეგატვინები | გიორგი კაპანაძე | ხატია დოლიძე | საბა შველიძე | საბა სიხარულიძე | გიორგი |
U8 | ელვა | ნიკოლოზ ჯიბუტი | გაბრიელ სიხარულიძე | ანდრია სიხარულიძე | საბა ჯიბლაძე | |
U8 | უცნობი | ალექსანდრე სიხარულიძე | მარიამ სიხარულიძე | ანიტა დოლიძე | დოდო სიხარულიძე |




















Comments