top of page

საზაფხულო ბანაკი 2023



ინტელექტ-ფესტივალი, იგივე "ტვინების ბრძოლის ბანაკი",არის ტრადიციად ქცეული ღონისძიება რომელიც 2014 წლიდან ყოველწლიურად ტარდება - გაზაფხულის და შემოდგომის სეზონის დასრულების შემდეგ.

აქ ძირითადად იკრიბებიან წიგნის, ინტელექტუალური შეჯიბრებების და ნოვატორული იდეების მოყვარული მოსწავლეები საქართველოს ყველა კუთხიდან.


გაინტერესებს, რატომ არის ტვინების ბრძოლის ბანაკი საუკეთესო არჩევანი საზაფხულო არდადეგების ერთი კვირის გასატარებლად? იმიტომ, რომ ამ ბანაკში იდეალურადაა შერწყმული რეკრეაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები და არაფორმალური განათლება.


ბანაკში ყოველი დღე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და სასარგებლო გამოცდილებას გპირდება. თითოეული საათი საინტერესო აქტივობებისგან შედგება, რომელთა შესახებ დღის დასაწყისში შეიტყობ. აქტივობათა ნაწილი შენთვის კარგადაა ნაცნობი, ნაწილი კი - სრულად ინოვაციურია. დაესწრები რობოტიკის გაკვეთილებს, ჩაერთვები გუნდურ ღონისძიებებში, ითამაშებ ინტელექტუალურ თამაშებს, შეხვდები საინტერესო სტუმრებს, და მონაწილეობას მიიღებ სპორტულ ჩემპიონატებში.

თანმიმდევრულმა გრაფიკმა არ შეგაშინოს - ყოველთვის შეგიძლია, გამოიჩინო ინიციატივა და შემოგვთავაზო, რისი გაკეთება გსურს.

თითოეულ ჯგუფს მეგობრული და გამოცდილი ლიდერი ეყოლება; ჩვენი ლიდერების გუნდი კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შენი ინიციატივა სისრულეში მოვიყვანოთ.

ჩვენი გუნდი განსაკუთრებით ზრუნავს ბანაკის შემეცნებით-გასართობ მხარეზე და მოსწავლეების ინტეგრირებაზე საერთო ინტერესების მქონე, ინტელექტუალ თანატოლებთან. ყოველდღე იმართება ტვინების ბრძოლის, ბრეინშტორმისა და სხვა ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატები, ეწყობა კინოჩვენება და ლიტერატურული განხილვები, ტარდება მასტერკლასები სხვადასხვა თემატიკაზე. "ტვინების ბრძოლის" ინტელექტუალური ფესტივალის ფარგლებში, ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს როგორც ბავშვების უსაფრთხოებასა და ჯანსაღ პირობებში ცხოვრებაზე, ისე ფესტივალის შემეცნებით-გასართობ მხარეზე.



მომსახურება მოიცავს:

  • განთავსება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კამპუსებში;

  • სამჯერადი კვება;

  • რობოტექნიკის ტრენინგებს (3D მოდელირება);

  • წიგნების, მხატვრული ლიტერატურის, ჯგუფური განხილვა;

  • მოწვეული სტუმრები - მასტერკლასები წარმატებული საზოგადო მოღვაწეებისგან;

  • კულტურული, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და იუმორისტული ღონისძიებები;

  • სხვადასხვა სახეობის სპორტული ჩემპიონატები;

  • „ტვინების ბრძოლა“ - 4 თამაშიანი ჩემპიონატი;

  • “ბრეინშტორმი” - ინდივიდუალური ინტელექტუალური თამაშის ჩემპიონატი;

  • ტრენინგი თემებზე: “ლიდერობა”, “დებატების ხელოვნება და საჯარო გამოსვლა”, “პროფესიის არჩევა და კარიერის დაგეგმვა”;

  • გასვლითი ექსპდიცია;

  • ექიმი, სამედიცინო შემოწმება, ჯამრთელობის მონიტორინგი.



რას შეგმატებს ეს ბანაკი?

  • ჩამოგიყალიბებს და განგივითარებს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს.

  • შეგძენს ცოდნასა და გამოცდილებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიებში.

  • დაგეხმარება, უკეთ შეისწავლო საკუთარი ინტერესები და შეაფასო შესაძლებლობები, შედეგად, უფრო ნაყოფიერად დაგეგმო შენი მომავალი.

  • განგივითარებს ტვინების ბრძოლის ტიპის ინტელექტუალური თამაშებისთვის საჭირო უნარებსა და თვისებებს.

  • რაც მთავარია, შეგძენს დაუვიწყარ მოგონებებს, ახალ მეგობრებსა და საერთო ინტერესების მქონე თანატოლების წრეს!


რეგისტრაციისთვის დააჭირეთ

საზაფხულო ბანაკის დაფინანსებას ყველა ტვინების ბრძოლის მონაწილე ფლობს!

დაგვიკავშირდი, გაიგე და გამოიყენე კუთვნილი დაფინანსება, რომელიც შენი აქტიურობის შედეგად გერიცხება!




6,335 views0 comments
bottom of page