top of page

საწირის "მეშახტე"


საწირის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, შიდა სასკოლო ტურში 8 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: "მეშახტე", კაპიტანი - ლევან ცირეკიძე

U8 კატეგორია: "იმედი'", კაპიტანი - გიგი გიორგაძე

U12 კატეგორია: "პი'", კაპიტანი - გიორგი გვენეტაძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ჟანა ცქიფურიშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌


საწირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨


გაიცანით საწირის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

მე-6 წევრი

U5

,,მეშახტე''

ლევან ცირეკიძე

ლუკა გელაძე

დიანა ერაძე

ალექსანდრე ბოჭორიშვილი

გიორგი კუპატაძე

გიორგი გაბრიჭიძე

U5

,,არწივები''

ოთიკო ქათამაძე

ალექსანდრე ბრეგაძე

ნინი ზოსიაშვილი

გიორგი ცირეკიძე

მათე მურადაშვილი

ანდრია ქათამაძე

U8

,,იმედი''

გიგი გიორგაძე

ანი გუბელაძე

მარიამ ცქიფურიშვილი

ოთარ სუპატაშვილი



U8

,,კოლხა''

ლიზა გვენეტაძე

საბა ცეცხლაძე

ლაზარე აშოთია

ვიქტორია ოსიპოვა

ილია ცირეკიძე


U8

,,მეშახტე''

ლუკა კუბლაშვილი

ანასტასია ზოსიაშვილი

დანიელ ერაძე

რამაზი ცირეკიძე

მადონა ჭელიშვილი

ილია ცირეკიძე

U12

,,პი''

გიორგი გვენეტაძე

ნიკოლოზ გელაძე

მარიამ გუბელაძე

ანი ცირეკიძე

შოთა პატარიძე

ნიკოლოზ კუბლაშვილი

U12

,,ფენიქსი''

ქეთევან გურაბანიძე

ქეთი ცნობილაძე

ლიზი გაბრიაძე

გიორგი ბოკუჩავა

გიორგი ცირეკიძე

ნინი გვენეტაძე

U12

,,ნიკე''

გიორგი გვენეტაძე

ნინო კუპატაძე

ეთერ გვენეტაძე

ანტონ ცეცხლაძე

მარიამ კუპატაძე

ნია კირკიტაძე


Comments


bottom of page