top of page

საქალაქო ჩემპიონატი-ახალი რეკორდი ბრეინსის ისტორიაში!

Updated: May 28


ტვინების ბრძოლის მასშტაბები რეკორდულად იზრდება! 19 მაისს საქალაქო პირველობაზე, გუნდურ-ინტელექტუალური შეჯიბრის სამივე ასაკობრივ კატეგორიაში ჯამში 1703 გუნდმა (8515 მოსწავლე) იასპარეზა! 2024 გაზაფხულის სეზონზე საქალაქო პირველობა 38 ქალაქში ერთდროულად გაიმართა! გაზრდილი მასშტაბებიდან გამომდინარე ჩატარების ადგილები, ქვეყნის შემდეგ რეგიონებში მოინიშნა:


.თბილისი

.იმერეთი (ქუთაისი,ზესტაფონი,თერჯოლა,ხარაგული,სამტრედია,ხონი,საჩხერე,ჭიათურა, ვანი)

.სამეგრელო (მარტვილი,ჩხოროწყუ,აბაშა,წალენჯიხა,სენაკი,ზუგდიდი,ფოთი,ხობი)

.აჭარა (ბათუმი, ქობულეთი)

.გურია (ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი)

.რაჭა ლეჩხუმი (ამბროლაური, ცაგერი)

.სამეგრელო-ზემო სვანეთი (მესტია)

.სამცხე ჯავახეთი (ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ბაკურიანი)

.შიდა ქართლი (გორი, ხაშური, ქარელი)

.ქვემო ქართლი (რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი)

.კახეთი (თელავი)


ქუთაისი, საქალაქო ჩემპიონატი 19 მაისი

თბილისი, საქალაქო ჩემპიონატი 19 მაისი

სენაკი, საქალაქო პირველობა 19 მაის



საქალაქო ტურის მომდევნო ეტაპი რეგიონული პირველობაა, რომელშიც იასპარეზებს საუკეთესო შედეგის მქონე გუნდების 50% თითოეული ქალაქიდან. რეგიონული ტური 2 ივნისს გაიმართება. მასში მონაწილეობა უფასოა. ჩატარების ადგილების შესახებ ინფორმაცია, 28 მაისამდე განთავსდება.


რეგიონული ტურის შემდეგ, საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები ერთმანეთს, ფინალურ ეტაპზე დაუპირისირდებიან. გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, რომლებთაც გადაეცემათ მთავარი პრიზი, უფასო საგზური შემეცნებით-ინტელექტუალურ ბანაკში.


საქალაქო ტურის პირველადი შედეგები 20 მაისს 21 საათამდე დაიდება, 26 მაისს კი გამოქვეყნდება საბოლოო ქულები. მონაწილეებს, რომლებთაც საქალაქო პირველობის შედეგებთან დაკავშირებით, რაიმე ტიპის შენიშვნა აქვთ შეუძლიათ შეავსონ სააპელაციო ფორმა არაუგვიანეს 24 მაისისა.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ საქალაქო ტურის შეკითხვათა პაკეტები, სააპელაციო ლინკი და წასაკითხი ლიტერატურა მომდევნო ეტაპისთვის.


წასაკითხი ლიტერატურა რეგიონული ტურისთვის:

U5 - ანე-კატარინე ვესტლი "ავრორა Z კორპუსიდან"

U8 - მარკ ტვენი "ტომ სოიერის თავგადასავალი"

U12 - გურამ დოჩანაშვილი "ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაზე"'


U5-ანე-კატარინე-ვესტლი-ავრორა-z-კორპუსიდან
.pdf
Download PDF • 1.25MB


U8-ტომ-სოიერის-თავგადასავალი-pdf
.pdf
Download PDF • 1.36MB


U12-გურამ-დოჩანაშვილი-ერთი-რამის-სიყვარული-დაფარვა-რომ-სჭირდება
.pdf
Download PDF • 559KB



ტვინების ბრძოლის საქალაქო ჩემპიონატის სააპელაციო ფორმა:   https://forms.gle/Q32QrmC4scw3Rge28

მიიღება 24 მაისის ჩათვლით


იხილეთ პირველადი სია

1,546 views0 comments

Comments


bottom of page