"მებრძოლთა კლუბი" სამტრედიაში
- Anna Shalikiani
- 1 day ago
- 2 min read

სამტრედიის 9 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, სამტრედიის 9 სკოლის შიდა სასკოლო ტურში 8 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "მართვე", კაპიტანი - ზურაბ დარჯანია
U8 კატეგორია: "გამარჯვების ვარსკვლავები", კაპიტანი - ანზორ ვერულაშვილი
U12 კატეგორია: "მბრძოლელთა კლუბი", კაპიტანი - ამირანი ჯულაყიძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ლალი ჭანტურიას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
სამტრედიის 9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით სამტრედიის 9 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | მართვე | ზურაბ დარჯანია | მარიამ ორმოცაძე | ბარბარე ლოსაბერიძე | მარიამ ანდრიაძე | ანდრია ხუნდაძე | გენადი კალაძე |
U5 | ჩემპიონები | სანდრო ფახურიძე | ანანო მაჭარაძე | ბარბარე ხუნდაძე | ხათუნა კაკაბაძე | ლიზი პაკელიანი | მარიამ ორაგველიძე |
U8 | გამარჯვების ვარსკვლავები | ანზორ ვერულაშვილი | ლუკა ნასარეია | დავით შენგელია | იოსებ მაჭარაძე | მარიამ ადეიშვილი | ანი წიქვაძე |
U8 | გენიოსები | კონსტანტინე ბასარია | სალომე დარჯანია | მარიამ დგებუაძე | მარიამ ანდრიაძე | ნინი ზამთარაძე | ნოდარ ცაგარეიშვილი |
U8 | ჭკვიანები | ნინო ხასარეია | დავით კრავეიშვილი | გიო ლომთათიძე | ანდრია წიქვაძე | ნინო წიქვაძე | ნუნუ ბაღდავაძე |
U8 | მართვე | ანდრია ანდრიაძე | ანი კაკაბაძე | ბარბარე კოხრეიძე | ანი დგებუაძე | ქრისტინე ლომთათიძე | ლუკა ჯოხაძე |
U12 | არწივები | ალექსი ცაგარეიშვილი | ნინი კალაძე | მარიამ დარჯანია | ნატა მაქაცარია | მერაბი ჯულაყიძე | საბა გოგნაძე |
U12 | მბრძოლელთა კლუბი | ამირანი ჯულაყიძე | გიორგი ჯულაყიძე | ელენე ბაღდავაძე | ანდრია ძიმისტარიშვილი | ანი გერულაშვილი | ამიკო ჯულაყიძე |














Comments