“ანჩოს კლანი” სამტრედიის N8 სკოლაში :)
- Anna Shalikiani
- Nov 13
- 2 min read
სამტრედიის N8 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, სამტრედიის N8 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ცხრა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “მგლები”, კაპიტანი - ნიკოლოზ ცაგარეიშვილი
U8 კატეგორია: “ხულიგნები”, კაპიტანი - ბარბარე კობალეიშვილი
U12 კატეგორია: “ანჩოს კლანი”, კაპიტანი - ანა დიფრნელაშვილი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ჟულიეტა ჩხაიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
სამტრედიის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით სამტრედიის N8 საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | ლომები | სტურუა ნიკოლოზ | კვანტალიანი მარიამ | კალაძე ზურა | ვარძელაშვილი ნინი | კალაძე მერაბი |
U5 | მგლები | ნიკოლოზ ცაგარეიშვილი | ლუკა გერმალოია | ნინი კოპალეიშვილი | ნიკოლოზ სტურუა | ნიკოლოზ ხუჭუა |
U5 | არწივი | ლუკა სტურუა | ლიზი თევზაძე | გაბრიელ ზამთარაძე | გაბრიელ კვინტრაძე | მაია კაცაძე |
U8 | ხულიგნები | ბარბარე კობალეიშვილი | გიორგი თევზაძე | ანასტასია ხუჭუა | დავით ლეჟავა | ლუკა კვინტრაძე |
U8 | მგლები | ელენე კობალეიშვილი | მარიამ კობთლეიშვილი | ნიკოლოზ კალაძე | აკაკი ნინუა | მარიამ კოხრეიძე |
U8 | ტვინიკოსები | ნუცა კალაძე | მარიამ კალაძე | მარიამ ჯულაყიძე | მარიამ ზამთარაძე | |
U12 | ანჩოს კლანი | ანა დიფრნელაშვილი | ქეთი | ალეკო სუჯაძე | თამუნა ბარკალაია | მარიამ ხუჭუა |
U12 | კეთილები | მათე მაჯალათია | საბა კვინტალიანი | გიორგი კალაძე | რომა აკრამიშვილი | |
U12 | ნიოეს გუნდი | დიმიტრი სტურუა | ბარბარე ჭაია | ვაჟა სტურუა | ანი კახიანი |















Comments