„ერუდიტები - ცოდნის ძალა“
- Anna Shalikiani
- 19 hours ago
- 1 min read

სამების საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, სამების სკოლის შიდა სასკოლო ტურში 6-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "მებრძოლები", კაპიტანი - გიორგი მახარაძე
U8 კატეგორია: "ტვინების ძალა", კაპიტანი - საბა მახარაძე
U12 კატეგორია: "ერუდიტები", კაპიტანი - დემეტრე ჟღენტი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს თამარ ბურჭულაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით სამების საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | მებრძოლები | გიორგი მახარაძე | ლიზი მანთიძე | ელენე დოლიძე | სანდრო კობალაძე | ||
U5 | ვარსკვლავები | ლუკა გოგოლაძე | თამარ ბურჭულაძე | მარიტა მანთიძე | თაკო დოლიძე | ბარბარე ჯიმშერაძე | ნია მანთიძე |
U8 | ტვინების ძალა | საბა მახარაძე | გიორგი ჟღენტი | ლიზი აბულაძე | გია დოლიძე | ნიკოლოზ ჯაში | |
U8 | ჭკვიანთა რაზმი | ქეთევან ჟღენტი | გაბრიელ გოგოლაძე | ანამარია ჟღენტი | მარიამ კობალაძე | ||
U12 | ერუდიტები | დემეტრე ჟღენტი | მათე სეხნიაშვილი | სანდრო გოგოლაძე | ქეთი ბურჭულაძე | ||
U12 | ელიტა | ანდრია პატარავა | ბარბარე ბურჭულაძე | მარიამ გოგოლაძე | ბარბარე ვაჩეიშვილი | ქეთევან ჟღენტი |
















Comments