top of page

სალიბაურის N1 სკოლის U12-იანები

სალიბაურის N1 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი ერთ ასაკობრივ ჯგუფში - U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, სალიბაურის N1 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ხუთმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U12 კატეგორია:

     “პროფესორები”, კაპიტანი - ნანუკა ბალაძე

      “საუკუნე”, კაპიტანი - გურამ თედორაძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ქალბატონ მზიური შავაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ქალბატონ ქეთევანს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


სალიბაურის N1 საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით სალიბაურის N1 საჯარო  სკოლის ტვინიკოსები: 

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U12

პროფესორები

ნანუკა ბალაძე

ანა ჩხაიძე

თამარ პაიკიძე

გოგა ჯოყილაძე

მათე ჯანაშია

U12

საუკუნე

გურამ თედორაძე

ბაჩი ბერიძე

მარინა ბერიძე

სალომე იაკობაძე

თენგო სოლომონიძე

U12

კრისტალი

ცოტნე ფუტკარაძე

ანამარია გოგუაძე

ქრისტინე ცეცხლაძე

ილია ნატარიძე

საბა ჩხაიძე

U12

ხუთეული

ლიზი დაბახიშვილი

ნიკოლოზ მალანია

თემო დუმბაძე

დაჩი შენგელია

ელენე ქარცივაძე

U12

ელიტა

ანა ბოლქვაძე

თათია მაკარაძე

თამთა მაკარაძე

ვიქტორია შავაძე

ნინი ქამადაძე


Comments


bottom of page