სალიბაურის სკოლის "პროფესორები"
- Anna Shalikiani
- 6 days ago
- 1 min read
სალიბაურის 1 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ერთ ასაკობრივ ჯგუფში - U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიაში წარიმართა. ჯამში, სალიბაურის 1 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ხუთმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U12 კატეგორია: “პროფესორები”, კაპიტანი - ნანუკა ბალაძე
“საუკუნე”, კაპიტანი - გურამ თედორაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, მზიური შავაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
სალიბაურის 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით სალიბაურის 1 საჯარო სკოლის ტვინიკოსები:













Comments