"დიდგორი" საჩინოში
- Anna Shalikiani
- Apr 17
- 1 min read

საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, საჩინოს თემის N2 სკოლის შიდა სასკოლო ტურში 6-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "ცეცხლოვანი ლომები", კაპიტანი - რობერტ აბრალავა
U8 კატეგორია: "ნიკე", კაპიტანი - ლაზარე აბრალავა
U12 კატეგორია: "დიდგორი", კაპიტანი - ლუკა ჯანჯღავა
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ირმა ლომაიას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | ცეცხლოვანი ლომები | რობერტ აბრალავა | ერეკლე ჯანჯღავა | ელენე ფიფია | ემილი ფიფია | ილია ჯანჯღავა | ანასტასია ჯანჯღავა |
U5 | ჯვაროსნები | გაბრიელ გვილავა | დაჩი ჭიჭაღუა | ვასილისა აუშკარიოვა | მარი მდივანოვი | ||
U8 | ნიკე | ლაზარე აბრალავა | აჩი გობეჩია | ანდრია ჯანჯღავა | ანასტასია პუშკაროვა | ნია მიქავა | |
U8 | ვიქტორია | ინა მიქავა | ალექსი ჯანჯღავა | ლიკა ჯანჯღავა | ლიკა აბრალავა | მარიამ ლაგვილავა | |
U12 | დიდგორი | ლუკა ჯანჯღავა | გიგი ფიფია | ლუკა ჯანჯღავა | ლუკა ჭიჭაღუა | გიორგი ბერიძე | |
U12 | გენიოსები | ლუკა ფიფია | მარი ჭიჭაღუა | ნიკუშა ჭიჭაღუა | დიტო ბოხუა |














Comments