top of page

გამარჯვების გზამკვლევი

Updated: Oct 18


ree


"ტვინების ბრძოლის" 2025 წლის შემოდგომის სეზონი დაიწყო! ეს ნიშნავს, რომ ათასობით მოსწავლე მთელი საქართველოდან უკვე ჩაერთო დაუვიწყარ ინტელექტუალურ თავგადასავალში და უკან მოიტოვა შიდა სასკოლო ეტაპი ან უახლოეს დღეებში ელის თამაშს. შიდა სასკოლო ტური დიდი თავგადასავლის მხოლოდ შესავალია და ამ თავაგადასავლის ბედნიერი დასასრული შენს ხელშია! 


თუ გსურს, შენი გუნდის სახელი ჩემპიონთა სიაში ჩაიწეროს, დროა, შენც შეუდგე მზადებას.


მაშ ასე, როგორ მიაღწიო გამარჯვებას?


ნაბიჯი 1: შეკრიბე საუკეთესო გუნდი

გუნდის შემადგენლობა ძალიან მნიშვნელოვანია! შეკრიბე 5 ძირითადი და 1 სათადარიგო წევრი. გუნდის წევრები ეძებე მეგობრებსა და კარგ ნაცნობებს შორის, რომლებსაც განსხვავებული ინტერესები და ცოდნა აქვთ — ისტორია, ხელოვნება, მეცნიერება თუ სპორტი. მრავალფეროვნება თქვენი მთავარი იარაღი იქნება!


ნაბიჯი 2: ზედმიწევნით შეისწავლე თამაშის წესები

ხშირად დაშვებული შეცდომების სტატისტიკა აჩვენებს, რომ გუნდი ზოგჯერ იმ მარტივი მიზეზის გამო კარგავს ქულას, რომ გუნდი თამაშის რომელიმე წესს ან არ იცნობს. ამიტომ, სანამ თამაშს დაიწყებ, კარგად გაეცანი მის სტრუქტურას. 


გახსოვდეს:

  • 15 შეკითხვა: თითოეულ თამაშში სხვადასხვა სირთულის 15 შეკითხვა დაგხვდებათ.

  • ქულების სისტემა: მარტივი – 5, საშუალო – 6, რთული – 7 ქულა. დაგეგმეთ, რომელ კითხვებზე ღირს რისკის გაწევა.

  • კაპიტნების ტური: მე-8 შეკითხვაზე პასუხისმგებლობა მთლიანად კაპიტანზეა. აირჩიეთ კაპიტანი, რომელსაც შეუძლია წნეხის ქვეშ სწრაფი და ლოგიკური გადაწყვეტილების მიღება.

  • დროის ლიმიტი: თითოეულ კითხვაზე მოსაფიქრებლად 90 წამი გაქვთ. გაითვალისწინე, ეს დრო მოიცავს პასუხის ფურცელზე დაწერასაც. დროის ამოწურვისთანავე, პასუხი გამზადებული უნდა გქონდეთ, ხოლო გუნდის წარმომადგენელს ხელი აწეული უნდა ჰქონდეს, რომ ფურცელი ასისტენტს ანუ ტვინების ბრძოლის იფრინდს გადასცეს. ამიტომ, დროის ეფექტურად მართვა გადამწყვეტია!


ნაბიჯი 3: გაეცანი დაანონსებულ ლიტერატურას, “ოღონდ მართლა” და გაზარდე მოგების შანსი!

გარანტირებული ქულები: ყოველ ტურზე ორი შეკითხვა დასმული იქნება წინასწარ ცნობილი წიგნებიდან. ეს არის შესაძლებლობა გარანტირებულად მოიპოვო პასუხი ორ სხვადასხვა წონის კითხვაზე. არ დატოვო ეს შესაძლებლობა გამოუყენებელი!

ONLINE ბიბლიოთეკა: დაანონსებული ლიტერატურა დაგხვდება ჩვენს ციფრულ ბიბლიოთეკაში: brains.ge/library.


ნაბიჯი 4: ივარჯიშე და მოემზადე!

ჩაერთე YouTube ლაივებში: სეზონის განმავლობაში ჩვენს YouTube არხზე გაიმართება პირდაპირი ჩართვები. ეს უნიკალური შანსია შეხვდეთ ტვინების ბრძოლის ასპარეზობის ორგანიზატორებს, შეკითხვების რედაქტორს, დაუსვათ კითხვები თამაშის შესახებ, ზოგადად და იმუშაოთ სანიმუშო შეკითხვებზე, კონკრეტულად.

გამოიყენე სავარჯიშო პაკეტები: ჩვენს ვებგვერდზე არსებული შეკითხვების სავარჯიშო პაკეტები იდეალურია გუნდის ფორმაში მოსაყვანად და თამაშის რიტმში ჩასაჯდომად. 


ნაბიჯი 5: მონიშნე კალენდარზე მთავარი თარიღები 

შიდა სასკოლო ეტაპი: 5 ოქტომბერი - 6 ნოემბერი. ეს პირველი გამოცდაა. აქ გამოვლინდება გუნდების საუკეთესო 50%, რომელიც ქალაქის პირველობაში მიიღებს მონაწილეობას.

საქალაქო პირველობა: 22-23 და 29-30 ნოემბერი. ბრძოლა ქალაქის ჩემპიონის ტიტულისთვის.

რეგიონული პირველობა: 7 დეკემბერი. დაძაბულობა პიკს აღწევს!

გრანდიოზული ფინალი: 21 დეკემბერი. აქ ქვეყნის აბსოლუტური ჩემპიონი გამოვლინდება!


ნაბიჯი 6: რეგისტრაცია უპირველეს ყოვლისა!

საქალაქო ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად, გუნდის კაპიტანმა ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებგვერდზე: brains.ge/reg.


ესეც ასე, ყველა მთავარი რჩევა მოცემულია. ახლა, ისღა დაგვრჩენია, წარმატება გისურვოთ!


გახსოვდეთ, ჩემპიონობა შრომის, გუნდურობისა და სწორი სტრატეგიის შედეგია. 


შეკრიბე გუნდი, მოემზადე, ჩაერთე ბრძოლაში და დაამტკიცე, რომ შენი გუნდი საუკეთესოა!


Comments


bottom of page