top of page
  • Writer's pictureeko

ტვინების ბრძოლის რეგიონული ეტაპი- გრანდიოზული მასშტაბები და კიდევ ერთი ნაბიჯი საბოლოო მიზნამდე

 

ტვინების ბრძოლის 2024 წლის გაზაფხულის სეზონი, კულმინაციას უახლოვდება. 2 ივნისს ინტელექტუალური თამაშის მესამე - რეგიონული ეტაპი გაიმართა. სამივე ასაკობრივ კატეგორიაში ჯამში 1014-მა გუნდმა იასპარეზა!  რეგიონული პირველობა ქვეყნის 15 ლოკაციაზე ერთდროულად გაიმართა! გაზრდილი მასშტაბებიდან გამომდინარეö ჩატარების ადგილები, შემდეგ მისამართებზე მოინიშნა:


​N1 - თბილისი- (კახეთი,მცხეთა-მთიანეთი)თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (I კორპუსი) ჭავჭავაძის გამზირი N1

N2 - იმერეთი - (ქუთაისი, სამტრედია, ვანი, ხონი , წყალტუბო, ტყიბული, თერჯოლა,ბაღდათი) ქუთაისი

N41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა (დაწყებითი კორპუსი) ჯავახიშვილის N21

N3 - იმერეთი  - (ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული) ზესტაფონი - კოლეჯი კონსტრუქტ2  ნიკო ნიკოლაძის ქ. N28

N4 - სამეგრელო  - ( ზუგდიდი, წალენჯიხა, ხობი, ფოთი) ზუგდიდი- N4 საჯარო სკოლა, მის: ცოტნე დადიანის ქ N8

N5- სამეგრელო სენაკი -(სენაკი, მარტვილი, აბაშა, ჩხოროწყუ) სენაკი-N1 საჯარო სკოლა. მის: რუსთაველის ქუჩა N22

N6 - აჭარა ბათუმი - ქართულ-ამერიკული აკადემია ,,პროგრესი"  მის: შამილიძის ქ N 30

N7 - გურია ოზურგეთი - N 4  საჯარო სკოლა, მის: გოგებაშვილის N8

N8- ჩოხატაური- (ჩოხატაური, ლანჩხუთი) ჩოხატაური- შუა ამაღლების საჯარო სკოლა, მის: სოფ. შუა ამაღლება

N9- სამცხე ჯავახეთი- (ბაკურიანი, ქვაბისხევი)  ბაკურიანის საჯარო სკოლა, აღმაშენებლის ქ N66 (სასტუმრო ,,არქტური" შენობა)

N10 - სამცხე ჯავახეთი - (ახალციხე,ახალქალაქი, ადიგენი,ასპინძა, ნინოწმინდა) ახალციხე- სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი, მის: რუსთაველის N122ა ( 9 აპრილის ქუჩის კვეთა)

N11 - შიდა ქართლი - (გორი, ხაშური,ქარელი) გორი N7 საჯარო სკოლა, მის: გორგასლის ქ N1

N12- სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტია, მის:  სოფ. ლენჯერის N1 საჯარო სკოლა

N13- რაჭა-ლეჩხუმი-(ამბროლაური, ონი)  ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა, კობახიძის ქუჩა, N2

N14-რაჭა-ლეჩხუმი-(ცაგერი ,ლენტეხი)- ცაგერის საჯარო სკოლა, თამარ მეფის ქუჩა N12

N15-რუსთავი (ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი,თეთრიწყარო) 

მის: ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, მის: ბოსტან-ქალაქის ქუჩა N3


მონაწილეები სათამაშო არენაზე, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, მათთვის კარგად ნაცნობ საათებზე გამოცხადდნენ.

11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია U5 - III, IV და V კლასი

14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი

17:00 საათი მესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი


ფოტო: თბილისის პირველობა, სადაც სამივე ასაკობრივ კატეგორიაში 255 გუნდი გამოცხადდა.


ფოტო: იმერეთის პირველობა, სადაც სამივე ასაკობრივ კატეგორიაში 256-მა გუნდმა იასპარეზა.



რეგიონული ტურის პირველადი შედეგები უკვე განთავსებულია და შეგიძლიათ იხილოთ აქ www.brains.ge 10 მაისს კი გამოქვეყნდება საბოლოო ქულები. გუნდებს, რომლებიც მიღებულ შედეგებს არ ეთანხმებიან, შეუძლიათ შეავსონ სააპელაციო ფორმა  https://forms.gle/ipapK8ReqjfoEB3m6 არაუგვიანეს 7 ივნისისა. აპელაციის წარმოება ფასიანი და შეადგენს 10 ლარს. იმ შემთხვევაში თუ საკითხი განმცხადებლის სასარგებლოდ დასრულდება, თანხა უკან ბრუნდება.


აქვე შეგიძლიათ იხილოთ საქალაქო ტურის შეკითხვათა პაკეტები, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით:




,,ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია" სიმბოლური სლოგანით, ტვინების ბრძოლამ სახალისო გამოწვევა ,,ლოგოების კონკურსი" აღადგინა. საკონკურსო პირობების თანახმად, გუნდებმა მათი ნამუშევრები რეგიონულ ტურზე წარმოადგინეს. სახალისო შეჯიბრმა დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩემპიონატზე 300-ზე მეტი ნაშრომი შემოვიდა. კონკურსი გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდებს, რომლებთაც სურთ კრეატიულ გამოწვევაში მონაწილეობა და ნამუშევრები ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ, შეუძლიათ მოგვაწოდონ დამზადებული მასალები მატერიალური სახით - 16 ივნისის ჩათვლით.




რეგიონული ტურის მომდევნო ეტაპი ტვინების ბრძოლის ფინალია, რომელშიც იასპარეზებს საუკეთესო შედეგის მქონე გუნდების 50% თითოეული რეგიონიდან. ფინალური ტური 16 ივნისს გაიმართება. ჩატარების ადგილების შესახებ ინფორმაცია, 12 ივნისამდე გამოქვეყნდება.


ფინალურ ტურზე, ისევე როგორც ტრადიციულად ყველა ეტაპზე, 2 შეკითხვა წინასწარ დაანონსებული წიგნებიდან დაისმება, გიზიარებთ წასაკითხ ლიტერატურას ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით:


U5-,,პაწია მეგობრები” ავტორი-ნიკო ლომოური


U8- ,,როლფი ტყეში” ავტორი-ერნესტ სეტონ-თომპსონი


U12- ,,ცხოველების ფერმა" ავტორი- ჯორჯ ორეული


ფინალი გამოვლენს მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 გამარჯვებულ გუნდს, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, რომლებთაც გადაეცემათ მთავარი პრიზი, უფასო საგზური საზაფხულო, შემეცნებით-ინტელექტუალურ ბანაკში! ტვინების ბრძოლა მოუთმენლად ელის ახალი ჩემპიონების გამოვლენას!


637 views0 comments

Kommentit


bottom of page