2X "ტვინიკოსები ქვედა სამების სკოლიდან
- Anna Shalikiani
- Nov 5
- 2 min read
ქვედა სამების საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ქვედა სამების საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში თოთხმეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ტვინიკოსები”, კაპიტანი - ემილი კახიძე
U8 კატეგორია: “ტვინიკოსები”, კაპიტანი - ნუკი კაიკაციშვილი
U12 კატეგორია: “TEAM SAMEBA”, კაპიტანი - ოთიკო ბაჟუნაიშვილი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით დირექტორს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ქალბატონ ეთერ ნაკაიძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ქვედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ქვედა სამების საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | სათადარიგო წევრი |
U5 | ტვინიკოსები | ემილი კახიძე | სესილი გოგიტიძე | ანდრია ჯანელიძე | ბარბარე გოგიტიძე | მირიანი ბლადაძე | |
U5 | აინშტაინები | ნუკი კახიძე | ნუცა ცეცხლაძე | ანდრია გოგიტიძე | ელენე ბაუჟაძე | საბა ცუცხაშვილი | |
U5 | არწივებიი | ოთო კახიძე | თაკო ანთაძე | დანი გოგიტიძე | ანდრია ნურიძე | მარიამ მჟავანაძე | |
U5 | ფერიები | ლინდა ხიმშიაშვილი | ელისაბედ ცეცხლაძე | გუგა თამაზაშვილი | ნიკა სანიკიძე | ნინი ბლადაძე | |
U5 | ლომები | დემეტრე გოლიაძე | ქრისტინა ფანჩვაძე | ანასტასია თამაზაშვილი | ილია სანიკიძე | ბარბარე კაიკაციშვილი | |
U8 | ტვინიკოსები | ნუკი კაიკაციშვილი | ნიკოლოზ თამაზაშვილი | ნინი ხალვაში | გოგა ბლადაძე | მირიან ხალვაში | |
U8 | შრიფტი | ხატია ემირიძე | ნატალი კონცელიძე | ბექა ხიმშიაშვილი | ანასტასია გოგიტიძე | ლიზი ტაკიძე | |
U8 | ლომები | ბარბარე | დაჩი სანიკიძე | საბა ტაკიძე | მარი მჟავანაძე | ნიკა ბლადაძე | |
U8 | მოაზროვნეები | ბექა ხალვაში | გაგა ფუტკარაძე | სალომეო გოგიტიძე | ლილე ხალვაში | თომა გოლიაძე | |
U12 | TEAM SAMEBA | ოთიკო ბაჟუნაიშვილი | თორნიკე ბლადაძე | ანა კახიძე | საბა თამაზაშვილი | ვიკა ნემსაძე | ამიკო კახიძე |
U12 | ფენიქსი | სალომე ცუცხაშვილი | კესო ხალვაში | ელენე ხახუტაიშვილი | ხატი თამაზაშვილი | ნიკა კაიკაციშვილი | გურამ ხალვაში |
U12 | დივები | ნინიკო კახიძე | მარიამ ბლადაძე | ანი მოწყობილი | ანასტასია ემირიძე | ელენე ჯინჭარაძე | მარიამ ანთაძე |

















Comments