top of page

ლომები, მგლები და არწივები - ერთ სკოლაში!


ქვედაჩხოროწყუს საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) და U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ქვედაჩხოროწყუს სკოლის შიდა სასკოლო ტურში 9 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: "არწივები", კაპიტანი - ანდრია კაცია

U8 კატეგორია: "ელვისებრი", კაპიტანი - ნუგზარ ყალიჩავა


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, სოფიო ყალიჩავას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌


ქვედაჩხოროწყუს საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨


გაიცანით ქვედაჩხოროწყუს საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

მე-6 წევრი

U5

ლომები

ნინი ჭეჟია

ბარბარე ახალაია

მარი სორდია

ნია ხაბურძანია

მილენა სვანიძე


U5

არწივები

ანდრია კაცია

ელენე გოგუა

ანანო ჯალაღონია

ლაზარე პაპასკირი

გაბრიელ სორდია

თიკა ხარებავა

U8

ელვისებრი

ნუგზარ ყალიჩავა

ლიკა კვირკველია

ნიკოლოზ ახალაია

სანდრო რუხაძე

ანამარია გახარია

ლუკა კვირკველია

U8

გამარჯვებულები

ანდრია დგებუაძე

მარიამ გოგუა

ლიზი პაპასქირი

გაბრიელ ახალაია

მაქსი სვანიძე


U8

მგლები

ანდრია კვარაცხელია

ნინი სორდია

ანასტასია ბუთიაშვილი

თათია სიჭინავა

ელენე სორდია

დემეტრე ახალაია


ბრეინი

ლუკა ბებია

გიორგი ბაძღუა

ნათია სორდია

სალომე ჯალაღონია

ლევანი ჟვანია

ბარბარე ძერია


დაუმარცხებლები

ანრი ჟვანია

ბარბარე სორდია

გიორგი პაპავა

ალექსი სორდია

ნიტა სვანიძე

გიორგი მურუსიძე


ტუზი

საბა მორგოშია

მარიამ ვეკუა

მარიამ ბერაია

ლიზი პერტაია

ანასტასია ახალაია

ანასტასია ბებია


ტვინიკოსები

ნიკოლოზ ვეკუა

გაბრიელ კვირევლი

ალეკო გოგუა

ვიკა გოგონია

ალექსი ახალაია

გიორგი ყალიჩავა


Comments


bottom of page