ქვედა კვირიკეს სკოლის ტვინიკოსები
- Anna Shalikiani
- Nov 4
- 2 min read
ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში თოთხმეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “გონების მეფეები”, კაპიტანი - გოგიტიძე ნიკოლოზი
U8 კატეგორია: “ოლიმპიური ხუთეული”, კაპიტანი - ს.ჭყონია
U12 კატეგორია: “ვიკინგები”, კაპიტანი - ნიკა ძირკვაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით დირექტორს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ქალბატონ დოდო ხახუტაიშვილს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | გონების მეფეები | გოგიტიძე ნიკოლოზი | ლაზიშვილი თრნიკე | ქამადაძე ანიტა | ბერიძე ნინი | ბოლქვაძე ბაჩანა |
U5 | ბეღურები | გიორგი ხინკალაძე | ანასტასია ბერაძე | ირინა ბოლქვაძე | ალექსანდრე კახიძე | დათა ბერიძე |
U5 | არწივები | აჩიკო სურმანიძე | დემეტრე აბუსერაძე | დემეტრე კახიძე | ნინია შაქარაშვილი | ემილ ბერიძე |
U5 | ვარსკვლავები | ლუკა კილაძე | მარიამ ვერულაძე | ლილე ლაზიშვილი | მათე დიასამიძე | დათა ბოლქვაძე |
U8 | ოლიმპიური ხუთეული | ს.ჭყონია | გ.მახარაძე | ე.ჭყონია | ნ.მარკოიძე | ნ.ქარცივაძე |
U8 | სუპერ ტვინები | ჯინჭარაძე დავით | ჭყონია სანდრო | ქამადაძე ნიაკო | გურიელიძე დავითი | ბერიძე დემეტრე |
U8 | ცოდნის მაძიებლები | თათა გოგიტიძე | ანანო კილაძე | ნატალი ხილაძე | ანდრია აბუსერიძე | ნიკოლოზ ხინიკაძე |
U8 | დარცი | ნ.დედოფალიძე | ა.შაქარაშვილი | გ.გოგიტიძე | ა.სურმანიძე | მ.ხინკაძე |
U8 | ინტელექტუალები | ლექსო ნემსაძე | ნინი ლალაიშვილი | მაგდა სურმანიძე | ნოდიკო შაქარაშვილი | მათე ლაზიშვილი |
U8 | უშიშარი ლიდერები | ნია ბექირაძე | ლუნა ბერიძე | გურამ რევაზიშვილი | ნანა დუმბაძე | გურამ ჭყონია |
U12 | ვიკინგები | ნიკა ძირკვაძე | ნინი დუმბაძე | თამარ ცენტერაძე | ლიკა ირემაძე | მიხეილ სურმანიძე |
U12 | ფენიქსი | ანრი ბოლქვაძე | ელისაბედ ჭყონია | სანდრო ლაზიშვილი | ელენე ნემსაძე | ლიზი ლაზიშვილი |
U12 | კაისა | ანდრია ქამადაძე | ნინი ნემსაძე | ნიკა დედოფალიძე | საბა სურმანიძე | საბა გურიელიძე |
U12 | აზროვნების არმია | ნინი ხილაძე | ლუკა ძირკვაძე | ლიზი ჯაიანი | გიორგი მახარაძე | შოთიკო ჯინჭარაძე |





















Comments